„ჯორჯიან მანგანეზის“ მიწვევით, დასაქმებულებს ადგილობრივმა ექიმებმა COVID19-ის წინააღმდეგ რეკომენდაციები გააცნეს

„ჯორჯიან მანგანეზის“ თხოვნით, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის დასაქმებულებს ადგილობრივი სამედიცინო ცენტრის ექიმები ეწვივნენ და მათ COVID19-ის პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები პირადად გააცნეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„ჯორჯიან მანგანეზიდან“ აცნობეს.

მათივე ცნობით, ამავდროულად, კომპანიის ინიციატივით, საწარმოო და საყოფაცხოვრებო ობიექტებზე: მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკის, ხის მასალის საწყობის, პატარიძის სახელობის მაღაროსა და ნოფის მადნის სასაწყობო ტერიტორიებზე საინფორმაციო პოსტერები განთავსდა.

„COVID19-მა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში თითქმის ყველაფერი გააჩერა. მაგრამ ისეთი გიგანტური საწარმოები, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესი წვლილი მიუძღვით, საბედნიეროდ, არ გაჩერებულა. მათ შორის არის „ჯორჯიან მანგანეზი“. მნიშვნელოვანია, რომ დასაქმებულების უსაფრთხოება დაცული იყოს და ამ მხრივ, კომპანიამ პროცესში ჩვენი ჩართვით სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო საზოგადოებას ყველა შესაძლო არხით აწვდის რეკომენდაციებს და მოქალაქეებისთვის კორონავირუსის პრევენციის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია, ასეთი შეხვედრები მაინც აუცილებელია. საწარმოო ობიექტებზე დასაქმებულ პირებს სპეციფიკური სამუშაო გარემო აქვთ და დღეს სწორედ მათი პირობების შესაბამისი რჩევები მივეცით“, - აცხადებს ჭიათურის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცუცქირიძე. აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მიწვეულმა ექიმთა ჯგუფმა დასაქმებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრები ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის პროდუქციის მწარმოებელ უბნებსა და საყოფაცხოვრებო ობიექტებზეც გამართა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია