ისრაელში საქართველოს საელჩო - კერძო პირების მიერ გაცემული დაპირებები და გადაადგილებისთვის დახმარების შემოთავაზების მცდელობა რეალურ საფუძველს მოკლებულია, გთხოვთ იხელმძღვანელოთ მხოლოდ საელჩოს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით

ისრაელში საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ისრაელში მყოფ მოქალაქეებს საქართველოში დაბრუნებას ჩარტერული ფრენების მეშვეობით პირდებიან. როგორც დიპლომატიური უწყების მიერ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კერძო პირების მიერ გაცემული დაპირებები და გადაადგილებისთვის დახმარების შემოთავაზების მცდელობა რეალურ საფუძველს მოკლებულია და რისკების შემცველია.

„ისრაელში მცხოვრებ მოქალაქეთა საყურადღებოდ! ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელებში გააქტიურდნენ კერძო პირები, რომლებიც ისრაელში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს საქართველოში დაბრუნებას პირდებიან ჩარტერული ფრენების მეშვეობით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ფრენები ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით განხორციელდება მხოლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. შესაბამისად, კერძო პირების მიერ გაცემული დაპირებები და გადაადგილებისთვის დახმარების შემოთავაზების მცდელობა მოკლებულია რეალურ საფუძველს და არის რისკების შემცველი.

საქართველოს მიმართულებით ავიარეისის თარიღთან დაკავშირებით, გთხოვთ იხელმძღვანელოთ მხოლოდ ისრაელში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით“,-აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს