ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 30 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თელასი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, გლდანის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გრიგოლ ლორთქიფანიძის, პოლიციის და ენუქიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება”, - ნათქვამია ინფორმაციაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს