​ ოკუპირებული აფხაზეთის „ოპერატიული შტაბი“ ზუგდიდში აფხაზეთიდან კორონავირუსით დაინფიცირებულის გადაყვანის ფაქტს უარყოფს

ოკუპირებული აფხაზეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი უარყოფს ქართული მედიის ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, აფხაზეთიდან ზუგდიდის საავადმყოფოში კორონავირუსის ნიშნებით, ქალი გადაიყვანეს.

ამის შესახებ განცხადებას დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრო „ფეისბუქის“ გვერდზე აქვეყნებს.

აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ბოლო სამი დღე-ღამის განმავლობაში ე.წ. საზღვარი არავის გადაუკვეთავს. მათი ინფორმაციით, „საზღვარი“ დე ფაქტო პრეზიდენტის ბრძანებით, კარანტინის გამო ჩაიკეტა. ე.წ. ოპერატიული შტაბი ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობას მოუწოდებს, კარგად გადაამოწმონ ინფორმაციის წყაროები, რადგან, მათი თქმით, არაკეთილის მსურველები აყალბებენ ინფორმაციებს, რომელიც მიმართულია ქაოსისა და პანიკისკენ. შტაბი მოსახლეობას მოუწოდებს, მხოლოდ „ოფიციალური სტრუქტურების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დაეყრდნოს.

ცნობისთვის, ექიმ-ინფექციონისტის, ლალი დარახველიძის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში სამი პაციენტია მოთავსებული, მათ შორის ერთს კორონავირუსი აქვს დადასტურებული. მისივე ინფორმაციით, ერთი პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდან არის გადაყვანილი. როგორც დარახველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პაციენტზე მასალა ლაბორატორიაშია გადაგზავნილი და დღეს გახდება ცნობილი, აქვს თუ არა მას კორონავირუსი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს