თბილისის მერიასა და ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების კომპანიას შორის მოლაპარაკება ჯერ კიდევ მიმდინარეობს

თბილისის მერიასა და ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების კომპანიას შორის შეთანხმება ჯერჯერობით ვერ შედგა.

როგორ „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს, მოლაპარაკებები ისევ მიმდინარეობს. თუმცა, უწყებაში ვერ აკონკრეტებენ, როდის შეიძლება დასრულდეს პროცესი და ხომ არ დარჩებიან მძღოლები შემოსავლის გარეშე.

„მოლაპარაკებები მიმდინარეობს. პროცესი როგორც კი დასრულდება, ეცნობება როგორც მძღოლებს, ასევე მედიას“, - აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

შეგახსენებთ, რომ „თბილისის მიკროავტობუსში” დასაქმებული პირებისთვის მინიმალური ფინანსური მხარდაჭერის გზების გამონახვის საკითხებზე მოლაპარაკებები დაახლოებით, ორი კვირაა მიმდინარეობს.

20 მარტს მძღოლების ნაწილმა საპროტესტო აქციაც გამართა და მოითხოვა დეტალურად გარკვეულიყვნენ რა სახის მოლაპარაკებებს აწარმოებს კახა კალაძე „თბილისის მიკორავტობუსთან“. მძღოლები ასევე ითხოვდნენ თავიანთი წარმომადგენლის მოლაპარაკებების პროცესში ჩართვას.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებდა, რომ „მიმდინარეობს მოლაპარაკება „თბილისის მიკროავტობუსის“ მენეჯმენტთან, რომ მძღოლები არასამუშაო პერიოდში არ დარჩნენ თავისი მინიმალური შემოსავლების გარშე“.

მოგვიანებით კალაძემ კიდევ ერთი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მერია პრობლემების პირისპირ არავის დატოვებს.

ცნობისთვის, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში მიკროავტობუსებით მგზავრთა მომსახურება 18 მარტიდან შეწყვეტილია.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება