ოკუპირებულმა აფხაზეთმა გალში საკარანტინო ზომები გაამკაცრა

ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს კორონავირუსთან ბრძოლის შტაბის შეხვედრა გაიმართება, სადაც გალთან მიმართებაში დამატებით გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, რეგიონში ამ დროისთვის მშვიდი ვითარებაა.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც გალიდან ზუგდიდში გადმოყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა, დე ფაქტო რეჟიმმა აღნიშნულ რეგიონში საკარანტინე ზომები გაამკაცრა. აფხაზური მედიიის ინფორმაციით, ყველა გზა, რომელიც გალში შედის და გამოდის გადაკეტილია და მოსახლეობას რეგიონის დატოვების უფლება არ აქვს.

“წუხელ სახელმწიფო საგზაო ინსპექციამ სპეციალური პუნქტი მოაწყო, თუმცა ღამით არავის უცდია რაიონში შესვლა და იქიდან გამოსვლა“,-აღნიშნავს ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ომარ ბგანბა.

მისივე თქმით, ხალხმა მშვიდად მიიღო ეს ფაქტი და გადაწყვიტეს თვითიზოლაციაში იყვნენ.

აფხაზური მედიის ცნობითვე, ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა 29 მარტს, მოსკოვიდან ადლერში ჩავიდა და „რუსულ-აფხაზური საზღვარი“ გადაკვეთა. მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მალევე განუვითარდა, რის შემდეგაც ადგილობრივ საავადმყოფოს მიმართა, სადაც გადაწყვეტილება მიიღეს მისი „საქართველოში გაგზავნის შესახებ“. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ქალი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე „საზღვრიდან“ თავად ქართულმა მხარემ გადაიყვანა.

კორნელი კაკაჩია - თუ ადგილობრივ არჩევნებში გახარიასა და ვასაძის პარტიები მიიღებენ მონაწილეობას, „ქართულ ოცნებას“ პროპორციული სისტემით  ხმების 43%-ის აღება გაუჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.05.2021
პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
“მეამა ქოლექთის” ყავის უნიკალური კოქტეილები ბათუმშია