თბილისის საბავშვო ბაღებში, დღეიდან მხოლოდ ის თანამშრომლები იმუშავებენ, რომლებიც სამუშაო ადგილთან ახლოს ცხოვრობენ

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში დღეიდან მხოლოდ ის თანამშრომლები იმუშავებენ, რომლებიც ტერიტორიულად სამუშაო ადგილთან ახლოს ცხოვრობენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შეზღუდულია ბაღში თანამშრომელთა რაოდენობაც. კერძოდ, დიდ ბაღებში 8-მდე, ხოლო პატარა ბაღებში 5-მდე თანამშრომელი იმუშავებს.

რაც შეეხება პროდუექტის გატანას, მშობლებს ბაღიდან სურსათის წაღება კვლავ შეეძლებათ, თუმცა კონკრეტული გრაფიკის მიხედვით.

„პატარა ბაღებში მუშაობს ხუთამდე თანამშრომელი, დიდ ბაღებში - 8-მდე. მშობლები მივლენ გრაფიკით, დაიცავენ დისტანციას, ისე შეეძლებათ პროდუქტის გატანა. ისინი შენობაში არ შედიან. ბაგა-ბაღების შესასვლელებში მოწყობილია სივრცე, სადაც თითო-თითო ადამიანი შედის. პროდუქტის გაცემა ბაღიდან, ისევე, როგორც მისი შეტანა ბაღში მომმარაგებელი კომპანიის მიერ ეტაპობრივად ხდება. ბაგა-ბაღების თანამშრომლები აღჭურვილები არინ თავდაცვისა და სადეზინფექციო საშუალებებით. მაქსიმალურად არის დაცული უსაფრთხოების ნორმები. როგორც იცით, დღეიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქალაქში აღარ ივლის, რის გამოც, ბაგა-ბაღებში იმუშავებენ ახლოს მცხოვრები თანამშრომლები, რომლებიც სამუშაო ადგილებზე ფეხით მივლენ“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

ცნობისთვის, თბილისში 181 ბაღი ფუნქცინიორებს, სადაც 61 000 აღსაზრდელია რეგისტრირებული.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ