თამარ გაბუნიას განცხადებით, სახელმწიფომ ექიმების ეკიპირებისთვის საჭირო ასეულობით ათასი ნივთი შეისყიდა და მარაგი მუდმივად ივსება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სამინისტრომ სამედიცინო პერსონალის ეკიპირებისთვის საჭირო ნივთები დიდი რაოდენობით შეისყიდა.

„ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე, გვაქვს თუ არა საჭირო ნივთების სტრატეგიული მარაგი და რამდენი ასეთი ნივთის შესყიდვა განახორციელა სახელმწიფომ, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საუბარია ასეულობით ათას ნივთზე, რომელიც სამედიცინო პერსონალის ეკიპირებისთვის არის განკუთვნილი.

„სამინისტრომ აქამდე ძალიან დიდი რაოდენობით განახორციელა თითოეული ამ ნივთის შესყიდვა, აქ ვსაუბრობთ ასეულობით ათას ნივთზე, იმიტომ რომ მოხმარების მაჩვენებელი არის ძალიან მაღალი და საჭიროებაც მაღალია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ჩვენ გვეხმარება იმ მარაგების საჭირო რაოდენობის დადგენაში, რომელიც ქვეყანას უნდა ჰქონდეს. საკმაოდ დიდი რაოდენობა არის ამ მარაგების. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა როგორც დონორების, ასევე სახელმწიფოს მხრიდან საჭირო ნივთების მობილიზებაზე. მარაგები მიმდინარე პერიოდში მუდმივად ივსება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის კლინიკები, რომლებიც დღეს განსაკუთრებით მწვავედ აყენებენ მარაგების ნაკლებობის თემას, ესეთი კლინიკები, რომლებიც არის მცირე ზომის კლინიკები რაიონულ დონეზე, სადაც ნაკლებად სავარაუდო იყო ინფექციური პაციენტის მოხვედრა, ამ კლინიკებისთვისაც მოკლე ხანში იქნება მობილიზებული მარაგების ის ნაწილი, რომელიც მათ უნდა გამოიყენონ,“- აცხადებს თამარ გაბუნია.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მარაგების რაიონალური მოხმარება და მძიმე ეკიპირება ყველა კლინიკაში ვერ იქნება.

აქ საუბარია ბაზისურ აღჭურვილობაზე. ეს რეკომენდაციებიც გამოიცა უკვე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტის შეფასების საფუძველზე, რომელიც გასული ორი კვირის განმავლობაში საქართველოში იყო. მან პირადად შეფასა 9 კლინიკა ინფექციის კონტროლის და პერსონალური დაცვის საშუალებების გამოყენების მზაობის კუთხით. ახლა კიდევ იგეგმება ახალი ნაკადი ტრენინგების, რაც კონკრეტულად მიმართული იქნება მცირე ზომის რაიონულ კლინიკებზე,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 05.05.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - მეჩვენება, რომ სააკაშვილი „ნაცმოძრაობის“ ტანზე მიბმული ლოდია, რომელიც მას ფსკერისკენ მიაქანებს
ნიკოლოზ მეტრეველი - ჩინეთი აღარ იმალება და იცდის
სინერჯი ჯგუფი კერძო კაპიტალის ოპერაციებში მონაწილეობისთვის (LBO) იურიდიულ პირებს იწვევს