რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი 5 პაციენტიდან, 3-ის მდგომარეობა მძიმეა

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის დევი ტაბიძის განცხადებით, ამჟამად კლინიკაში 46 პაციენტია მოთავსებული, რომელთაგან 5 რეანიმაციულ განყოფილებაშია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ორი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, სამის კი- მძიმე, რადგან მათ პნევმონია აღენიშნებათ.

მისი თქმით, დღეს საღამოს კორონავირუსზე 9 პაციენტის ტესტის პასუხი გახდება ცნობილი.

„დავიწყებ იმით, რომ ჩვენთან COVID19 არ გამოვლენილა. ამჟამად 46 პაციენტი იმყოფება, რომელთაგანაც 5 რეანიმაციულ განყოფილებაშია. ორი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, სამის კი- მძიმე. ეს განპირობებულია ორმხრივი პნევმონიით და ეს პაციენტები მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. დღეისთვის 9 პაციენტის პასუხს ველოდებით, რომელიც და საღამოს გვეცოდინება“,-აცხადებს ტაბიძე.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 115 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 23.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში