"ლელო საქართველოსთვის" - მთავრობის გეგმა საკმარისად ვერ პასუხობს კრიზისის მასშტაბს

მთავრობის გეგმა საკმარისად ვერ პასუხობს კრიზისის მასშტაბს , - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების ,,ლელო საქართველოსთვის’’ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მთავრობის გეგმა მოკრძალებულად გამოიყურება კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის მასშტაბთან მიმართებით.

,,ჩვენ დადებითად ვაფასებთ იმას, რომ მთავრობამ, მართალია, საკმაო დაგვიანებით, მაგრამ გაასაჯაროა ანტიკრიზისული გეგმის გარკვეული კონტურები. თუმცა, ჩვენი აზრით, ეს გეგმა მოკრძალებულად გამოიყურება კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის მასშტაბთან მიმართებით. ის ადეკვატურად ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა და ტოვებს ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას, მათ შორის ეკონომიკის სტიმულირებისათვის და ბიზნესის დასახმარებლად გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯების შესახებ.

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციები და ექსპერტები ერთხმად საუბრობენ კორონაკრიზისის უპრეცედენტო მასშტაბზე. დღეისათვის ძნელია, ზუსტად განისაზღვროს ამ კრიზისის უარყოფითი ზეგავლენა ეკონომიკაზე და თითოეული ოჯახზე, მაგრამ 31 მარტს გაეროს მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, რომელიც COVID-19-ის სოციალურ-ეკონომიკური გავლენების შესახებ ჩატარდა, ვირუსის წინააღმდეგ განსახორციელებელი ღონისძიებების ღირებულება და ამ პანდემიის შედეგად ეკონომიკაზე მიყენებული ზარალი უტოლდება მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის 10 %-ს და მოუწოდებს მსოფლიოს მთავრობებს მასშტაბური და კოორდინირებული ღონისძიებებისკენ, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ ზარალის ზომას. ჩვენი ქვეყანა გამონაკლისი ვერ იქნება ამ მიმართებით. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებიც უნდა იყოს გაცილებით თამამი და კომპლექსური”, - აღნიშნულია განცხადებაში.

მისივე თქმით, „ლელომ“ უკვე წარადგინა ანიკრიზისული მოდელი, რომელიც 4 მიმართულებას ითვალისწინებს.

„ჩვენ უკვე წარმოვადგინეთ „ლელოს“ ანტიკრიზისული მოდელი, რომელიც 6 მილიარდი ლარის მოცულობისაა და ითვალისწინებს 4 მიმართულებას: 3 მილიარდი ლარის საგარანტიო ფონდის შექმნა ბიზნესისთვის; 1 მილიარდი ლარის სოციალურ პაკეტები მოსახლეობისთვის; 1 მილიარდი ლარის მობილიზება სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და სოფლის მეურნეობის სტიმულირებისთვის; 1 მილიარდი ლარის (300 მილიონი აშშ დოლარი) სავალუტო რეზერვების გამოყენება ლარის კურსის სტაბილურობისთვის 3 თვით დადგენილი საკურსო კორიდორის ფარგლებში.

კვლავ გვინდა დავადასტუროთ ჩვენი მზადყოფნა, რომ მთავრობასთან ერთად მონაწილეობა მივიღოთ ინტერპარტიულ სამუშაო ფორმატში და განვიხილოთ ჩვენ მიერ შეთავაზებული ანტიკრიზისული გეგმის ყველა დეტალი’’, - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პარტია ავრცელებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა