პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და კლინიკაში გადაიყვანენ

პირს, რომელსაც ქალაქიდან ქალაქში მანქანით მგზავრობისას ტემპერატურა დაუფიქსირდება, გზის გაგრძელების უფლებას არ მისცემენ და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ.

მოქალაქეებს ტემპერატურას ქალაქებთან მოწყობილ სპეციალურ ბლოკ-საგუშაგოზე უზომავენ.

„თუ ავტომობილის მგზავრს ან მგზავრებს, რომლებიც ქალაქებს შორის გადაადგილდებიან და ქალაქის შესასვლელში განთავსებულ ბლოკ-პოსტზე თერმოსკრინინგისას ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, ანამნეზის შეფასების შემდეგ, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ, სადაც ჩაუტარდებათ ტესტირება“, - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში.

რაც შეეხება ავტომობილის იმ მგზავრებს, რომლებსაც ტემპერატურა არ ექნებათ, უწყების თქმით, ისინი დროებით, ტესტის პასუხებამდე, იზოლაციაში იქნებიან.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სიმპტომების არარსებობის შემთხვევაში, 37.5 და ზევით ტემპერატურა, მედიკოსებისთვის უკვე განგაშის სიგნალია, მოქალაქე კვლევისთვის კლინიკაში გადაიყვანონ.

შეგახსენებთ, რომ ბლოკ-პოსტები თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, ახალციხეში, თელავში, ფოთსა და გორშია განთავსებული, მოქალაქეებს კი ქალაქიდან ქალაქში გამგზავრება მხოლოდ მანქანით, 06:00-დან 21:00 საათის პერიოდში და იმ პირობით შეუძლიათ, თუკი ავტომანქანაში მგზავრთა რაოდენობა 3 პირს არ აღემატება, მათ შორის ორი კი უკანა სავარძელზე განთავსდება.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება