კახა კალაძე - ჩვენივე უსაფრთხოებისთვის უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელზეც საუბარი გვიწევს

ავტომობილით გადაადგილება შეზღუდულია. თუ დღის განმავლობაში ადამიანს გადაუდებელი აუცილებლობა არ აქვს, ყველა სახლშია, - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, გეგმავს თუ არა თბილისის მერია განსაკუთრებული რეგულაციების დაწესებას პარკინგის დროს, რადგან ავტოსადგომის მორიგეს ფულთან შეხება აქვთ.

თბილისის მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, რომ დაიცვან სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციები და დარჩნენ სახლში.

„დავრჩეთ სახლში და მაქსიმალურად დავიცვათ ჰიგიენური წესები, რაზეც ბოლო დღეების განმავლობაში ვსაუბრობთ. ან თუ გადაუდებელი აუცილებლობა გვაქვს და გავდივართ, ავტომობილს ვიყენებთ და სხვადასხვა სასურსათო მაღაზიასთან შეხება გვაქვს, მნიშვნელოვანია ერთჯერადი ხელთათმანი და პირბადე, რომელიც გამოყენების შემდეგ აუცილებლად უნდა მოიხსნან.

ავტომობილით გადაადგილება შეზღუდულია. თუ დღის განმავლობაში ადამიანს გადაუდებელი აუცილებლობა არ აქვს, ყველა სახლშია. ჩვენივე უსაფრთხოებისთვის უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის რეკომენდაცია, რომელზეც საუბარი გვიწევს. ასევე, უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, რომ დავიცვათ თითოეული ჩვენგანი, გარშემო მყოფი ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“,- აცხადებს კალაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა