პრემიერმა სოზარ სუბარს დაავალა, დიდი ქალაქების ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდეს

„მინდა მივესალმო თბილისის მერის ინიციატივას, ქუჩებში ჩატარებული დეზინფექციის სამუშაოების თვალსაზრისით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსის ფარგლებში შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა რეგიონულ საკითხებში მრჩეველს, სოზარ სუბარს დაავალა, მსგავსი ღონისძიებები მსხვილ ქალაქებშიც ჩატარდეს.

„მინდა მივესალმო თბილისის მერის ინიციატივას, ქუჩებში ჩატარებული დეზინფექციის სამუშაოების თვალსაზრისით. აბსოლუტურად სწორი ღონისძიებაა, მისასალმებელია და მინდა სოზარ სუბარს ვთხოვო, რომ მსგავსი ღონისძიებები მსხვილ რეგიონულ ქალაქებშიც რომ ჩატარდეს. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რამეთუ, ეს არის ის მარტივი, სწორი ნაბიჯები, რითაც ჩვენ შეგვიძლია ამ ინფექციის გავრცელებას ხელი შევუშალოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა