ნათია თურნავა - ათასობით ადამიანმა შეიძლება დაკარგოს დროებით შემოსავალი, ამიტომ „ოცნების“ ინიციატივა სწორი ქმედებაა

როდესაც ვდგევართ ეკონომიკური კრიზისის წინაშე და ასობით ადამიანი უკვე კარგავს შემოსავლებს და ათასობით ადამიანმა შეიძლება დაკარგოს დროებით შემოსავალი, ეს არის მორალურად სწორი და გამართლებული ქმედება ჩვენი მხრიდან, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა „ქართული ოცნების“ ინიციატივას, რომლის თანახმადაც, მმართველი გუნდის წევრები, მინისტრები და მაღალი რანგის საჯარო მოხელეები სპეციალურად შექმნილ ფონდში ხელფასის 1/3-ს გადარიცხავენ. როგორც თურნავამ აღნიშნა, მას აქვს იმედი, რომ „ქართული ოცნების“ ამ ინიციატივას მიმდევრებიც გამოუჩნდებიან.

„მინდა გამოვეხმაურო ჩვენი პოლიტიკური გუნდის „ქართული ოცნების“ ახალ ინიციატივას, სოლიდარობის აქტს, რომლის ფარგლებშიც პოლიტიკოსები, მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეები, პარლამენტის წევრები ყველანი ჩვენი ხელფასის 1/3-ს გადავრიცხავთ სპეციალურ ფონდში, რომლითაც დაზარალებულ მოსახლეობას დავეხმარებით. მინდა ვთქვა, რომ დღესდღეობით, როდესაც ვდგევართ ეკონომიკური კრიზისის წინაშე და ასობით ადამიანი უკვე კარგავს შემოსავლებს და ათასობით ადამიანმა შეიძლება დაკარგოს დროებით შემოსავალი, ეს არის მორალურად სწორი და გამართლებული ქმედება ჩვენი მხრიდან. ასე გამოვხატავთ სოლიდარობას და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ინიციატივას სხვა მიმდევრებიც გამოუჩნდება, სხვებიც შემოგვიერთდებიან, კერძო სექტორი, საზოგადოება და ერთად ყველანი დავეხმარებით იმ ადამიანებს, ვისაც კორონავირუსის და ეკონომიკური კრიზისის გამო დაუდგება გასაჭირი“, - განაცხადა თურნავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა