ლევან დავითაშვილი - მსოფლიოში და განსაკუთრებით რეგიონში ხორბლის ჭარბი მოსავალია მოსალოდნელი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მსოფლიოში და განსაკუთრებით რეგიონში ხორბლის ჭარბი მოსავალია მოსალოდნელი. შესაბამისად, მოსალოდნელია ფასების არა თუ გაზრდა, შემცირებაც კი.

როგორც მან უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტის კვოტირება უბრალოდ რაციონალური გადაწყვეტილება არ იყო.

"დღეს მსოფლიოში სავაჭრო ნაკადები არის შეცვლილი და ზოგადად სასურსათო ჯაჭვი არის სახეცვლილი. ეს ეხება ძირითადად სავაჭრო შეზღუდვებს, არა იმას, რომ ფიზიკური მარაგები სურსათის დედამიწაზე ნაკლებია. ბევრ ქვეყანას აქვს შემზღუდავი ღონისძიებები. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო ევრაზიულმა კავშირმა. ეს იყო მოკლევადიანი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდებოდა გარკვეულ ბურღულეულ პროდუქტს. დღეს მიიღეს ახალი გადაწყვეტილება, რომელიც ასევე უკავშირდება ბურღულეულ პროდუქტს, ზოგიერთ ბოსტნეულს და ასევე, პირველადი საჭიროების ჰიგიენურ და სამედიცინო დამცავ საშუალებებს. ჩვენ გვესმის, რომ ასეთი გადაწყვეტილებები, კრიზისულ პერიოდში, ზოგიერთი მთავრობების მიერ მიიღება. ჩვენ ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ. ველოდით ასეთ გადაწვეტილებებს და ამიტომ ვმუშაობდით ალტერნატიულ წყაროებზე, რომ საქართველოში მაქსიმალურად დივერსიფიცირებული იყოს მომარაგება პირველადი საჭიროებების. რაც შეეხება ხორბალს, ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული ტიპის პროდუქტებზე შეზღუდვები რუსეთმა შემოიღო, მათ შორის, ხორბალზე, რომელიც ხორბლის ექსპორტის კვოტირებას აკეთებს. იგივე კერძო ექსპორტიორები აცხადებენ, რომ დღეს რუსეთში არის საკმარისზე მეტი მარაგი. ასევე, ჩვენ მალე, რამდენიმე თვეში ველოდებით ახალ მოსავალს. პროგნოზები დამაიმედებია მსოფლიოში, განსაკუთრებით რეგიონში არის ჭარბი მოსავალი ხორბლის. შესაბამისად, მოსალოდნელია ფასების არა თუ გაზრდა, შესაძლებელია შემცირებაც. ამიტომ კვოტირება უბრალოდ რაციონალური არაა. კვოტირების რეჟიმში ვახერხებთ იმ კონტრაქტების შესრულებას, რომელიც ხორბლის საკმარის მარაგს უზრუნველყოფს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მივიღეთ ექსპორტთან დაკავშირებით მკაცრი შეზრუდვები, ჩვენ გვაქვს ალტერნატიული წყაროები ხორბლის მარაგის შესავსებად, რადგან ეს არ აისახოს ფქვილის ფასზე და პური უწყვეტ რეჯიმში მიეწოდოდ მოსახლეობას შესაბამის ფასად," - განაცხადა დავითაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა