ჯანდაცვის მინისტრი მოქალაქეებს სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მოქალაქეებს სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ ტიკარაძემ უწყებათშორისი საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სისხლის გაღება იმ პაციენტებისთვისაა მნიშვნელოვანი, რომლებიც გადაუდებელ სამედიცინო ჩარევებს საჭიროებენ.

„ჯანდაცვის სამინისტრო იყო პირველი სტრუქტურა, რომელმაც დონაცია გაიღო. ჩვენ ასევე მოვუწოდეთ ჩვენს სსიპ-ს, რომ მიეღო ეს როგორც საჭიროება და საკმაოდ დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის. ჩვენი სსიპ-ები ეტაპობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში ერთვებიან დონაციაში. ყველა დანარჩენ სტრუქტურას, ვისაც აქვს საშუალება თავისი დასაქმებულების ჯანმრთელობიდან და ასაკიდან გამომდინარე ჩაერთონ ამ დიდ გამოწვევაში, რა თქმა უნდა, მოვუწოდებდი, რომ სისხლი ჩააბარონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც დღესდღეობით სტაციონარებში იმყოფებიან. ისინი შეიძლება არ ებრძვიან კოვიდს, მაგრამ მათ აქვთ სხვა გადაუდებელი საჭიროებები და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქცია“, - განაცხადა ტიკარაძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა