დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქო მრევლის გარეშე, მხოლოდ სასულიერო პირების მონაწილეობით ხარებისა და აღდგომის ლიტურგიების ჩატარებას არ განიხილავს

საქართველოს საპატრიარქოს პრესსპიკერი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ საპატრიარქო მრევლის გარეშე მხოლოდ სასულიერო პირების მონაწილეობით ხარებისა და აღდგომის ლიტურგიების ჩატარებას არ განიხილავს.

როგორც ჯაღმაიძემ საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ასეთი განცხადება საპატრიარქოს მხრიდან არ გაკეთდება.

„ჩვენთან ასეთი განცხადება ოფიციალურად არ გაკეთებულა და არც მგონია გაკეთდეს. ჩვენ მრევლს მაქსიმალურად მოვუწოდეთ და ბევრი დაშვებები იყო ამ განცხადებაში გაკეთებული. ის, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობა არ უწყობს ხელს, ის, ვინც ასაკის ან იმუნიტეტის გამო რისკის ჯგუფში მოხვდა, ის, ვინც ფრთხილობს, რომ ეკლესიაში მისვლით, შესაძლოა, დაავადდეს, ყველა ამ ადამიანს მიეცა რეკომენდაცია, რომ დარჩეს სახლში. დანარჩენ მრევლს ვინც მოვა, მიეცა კურთხევა, რომ ტაძრის გარეთ დადგეს და იქედან იყოს ჩართული ამ მსახურებაში“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, ასევე შესაძლებელია, მოხდეს მრევლის ზიარება ტაძრის გარეთ.

„შესაძლებელია გარეთ მოხდეს ზიარებაც. ბევრ ტაძარში უკვე ასეთი მსახურება იყო. ძღვენი გამოაბრძანეს გარეთ და იქ აზიარეს მრევლი“, - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, იგივე მიდგომა და რეკომენდაცია იქნება ხარების დღესასწაულთან დაკავშირებითაც.

„როგორც აქ ვილაპარაკე დანარჩენზე, ისე იქნება იქაც. რაიმე განსაკუთრებული წესები არ იქნება, დავემორჩილებით საპატრიარქოს განცხადებას და სინოდის გადაწყვეტილებას. თუ რაიმე დამატებითი რეკომენდაცია იქნება, იმასაც მოვისმენთ. ვხედავთ, რომ ძალიან ხშირად იცვლება გადაწყვეტილებები სხვადასხვა ეკლესიები ერთვებიან ამ პროცესში და იძლევიან რეკომენდაციებს, ჩვენც ამ რეჟიმში ვართ. კვირაში რამდენჯერმე გვიწევს რეკომენდაციების გაკეთება. ერთი და ორი კვირით ადრე გვიჭირს პროგნოზის გაკეთება. როგორც შეიცვლება ვითარება, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა