ფონდმა  „იავნანა“ ქართველი სტუდენტების სამშობლოში ჩამოყვანა უზრუნველყო

ფონდმა “იავნანა” ქართველი სტუდენტების საქართველოში ჩამოყვანა უზრუნველყო. ამის შესახებ ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ფონდ "იავნანას" დამფუძნებლის, პაატა ბურჭულაძის ინფორმაციით, ფონდმა სამშობლოში, ჯამში, 25 სტუდენტი დააბრუნა.

“გილოცავთ ყველას! ქართველი სტუდენტების კიდევ ერთი ნაწილი ჩამოფრინდა! იყო ბევრი წინააღმდეგობა, მაგრამ საბედნიეროდ, ფონდმა „იავნანამ“ მეგობრების თანადგომით, მათი სამშობლოში დაბრუნება შეძლო! ვულოცავ მათ მშობლებსა და ბებია-ბაბუებს, წარმოიდგინეთ რა ნერვიულობა გადაიტანეს ამ ოჯახებმა.

ამჯერად, სამშობლოში დაბრუნდნენ: 1. ზაქარია დავრეშიძე, 2. მარიამ კასრაძე, 3. ვახტანგ ყიფიანი, 4. სალომე ჭოველიძე, 5.თამარ ბერიაშვილი, 6. დეა ხერგიანი, 7. ნიკა ორმოცაძე. მიხარია, რომ გავიცანი 19 წლის ნიჭითა და ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდები.

მეგობრებო, სასწავლებლად წასული და პანდემიის გამო ჩარჩენილი კიდევ ძალიან ბევრი სტუდენტია, მათი შველა სასწრაფო და აუცილებელია!

ფონდ „იავნანას“ რაც შეეძლო გააკეთა, საერთო ჯამში 25 სტუდენტი დავაბრუნეთ. დიდი იმედი მაქვს, სახელმწიფო საკუთარ ვალდებულებად და პრიორიტეტად დაისახავს უცხოეთში ჩარჩენილი ახალგაზრდების პატრონობას და ჩამოყვანას. კრიტიკულ სიტუაციაში ფონდმა თავისი მაქსიმუმი გააკეთა. რომ არა, ის სამარცხვინო მავნებლობა, რაც „იავნანას“ წინააღმდეგ ჩაიდინეს, ცხადია ბევრად მეტს შევძლებდით. ესეც მალე შეიცვლება, სიკეთის ძალა ბოროტებას ყოველთვის დაამარცხებს! ჯანმრთლობას გისურვებთ ყველას!” , - აცხადებს ბურჭულაძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა