თბილისის საკრებულოს კამპანიის ფარგლებში, მრავალშვილიან ოჯახებს პროდუქტით კომპანია X2 Development დაეხმარა

თბილისის საკრებულოს კამპანიის ფარგლებში, დღეს მრავალშვილიან ოჯახებს პროდუქტით კომპანია „X2 Development'' დაეხმარა. ამის შესახებ „ინტერპრესსნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს. საკრებულოს უმრავლესობის წევრები, კომპანიის მიერ შემოწირულ ნობათს სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს(ოთხი და მეტი შვილი) გადასცემენ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების კამპანია წარმატებით მიმდინარეობს. მან მადლობა გადაუხადა კერძო სექტორს და კონკრეტულად სამშენებლო კომპანია „X2 Development''-ს ამ პროექტში ჩართულობისა და აქტიურობისთვის.

მისივე განმარტებით, ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საზოგადოების და კერძო სექტორის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

„თბილისის საკრებულო მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარებას აგრძელებს. დღეს, კომპანია „X2''-ის დახმარებით, ჩვენ დამატებით 200 ოჯახს დავურიგებთ პროდუქტებს. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა კომპანიას და ამ შემთხვევაში „X2“-ს, რომლებიც ჩართულები არიან ამ კამპანიაში. ამგვარი აქციები მომავალშიც გაგრძელდება,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბექა დავითულიანის განცხადებით კი, თბილისის საკრებულო განაგრძობს ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, სოციალურად შეჭირვებული, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას.

„კომპანია „X2''-მა 200 ოჯახისთვის შეძენილი პროდუქცია გადმოგვცა, რომელიც სამაჟორიტარო ოლქების მიხედვით დარიგდება. დღეს, ჩვენ შევძლებთ კიდევ 200 ოჯახს დავეხმაროთ, რაც ძალიან სასიხარულოა. დიდი მადლობა ამ კომპანიის წარმომადგენლებს, ასევე მადლობა ბიზნესს, საკრებულოს წევრებს და თითოეულ ადამიანს, ვინც ამ აქციის ფარგლებში გვეხმარება. დარწმუნებული ვარ, ერთად ყველაფერს შევძლებთ,“- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრები თბილისის სხვადასხვა რაიონებში დახმარებას სპეციალურად გადამზადებული მოხალისეების დახმარებით დაარიგებენ. სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების კამპანია მომავალშიც გაგრძელდება.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს