მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული მოქალაქეებს მოუწოდებს, შესაძლებლობის ფარგლებში, საქველმოქმედო აქციას შეუერთდნენ

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ შესაძლებლობის ფარგლებში, საქველმოქმედო აქციას შეუერთდნენ და საკუთარი წვლილი შეიტანონ ეროვნული მნიშვნელობის საქმეში. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დუშეთის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

„საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა COVID 19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში. სახელმწიფოს შესაბამისი უწყებები როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ დონეზე, ამ მიმართულებით კოორდინირებულად მუშაობენ, თუმცა რთული ეკონომიკური მდგომარეობა მიმდინარე პროცესების თანმდევი მოვლენაა და ეს თითოეულმა ჩვენგანმა წინასწარ ვიცოდით. სწორედ ასეთ რთულ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში ადამიანთა მოწყვლადი ჯგუფები გაჩნდა, „ქართული ოცნების“ გუნდის ინიციატივა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, შესაძლებლობის ფარგლებში, საქველმოქმედო აქციას შეუერთდნენ და საკუთარი წვლილი შეიტანონ ეროვნული მნიშვნელობის საქმეში. ჯანმრთელობას, სიკეთეს და დღეგრძელობას ვუსურვებ ქართველ ერს და სრულიად მსოფლიოს მოსახლეობას“,-განაცხადა შალვა კერესელიძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია