საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-2 შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნულის შესახებ თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, გარდაცვლილი 81 წლის ქალია.

"ქალბატონი გადმოყვანილ იქნა თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან 3 რიცხვში, მისი მდგომარეობა თავიდანვე შეფასდა, როგორც სიცოცხლესთან შეუთავსებელი, გემოდინამიკის რღვევით. ჩატარებული კვლევის შედეგად, გამოვლინდა მწვავე რესპირატორული დისტრესი, ანამნეზში გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა. პაციენტი მკურნალობის გაგრძელების მიზნით, გადაყვანილ იქნა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მკურნალობა მიდიოდა პროტოკოლისა და გაიდლაინების მიხედვით, მაგრამ შედეგი ვერ გამოიღო და დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი",-განაცხადა რატიანმა.

ლევან რატიანის განცხადებით, გარდაცვლილ მეორე პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მკურნალობა გაიდლაინების მიხედვით მიმდინარეობდა, თუმცა დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი.

„ამ ეტაპზე კლინიკაში 53 პაციენტია, კოვიდ ინფიცირებული გვყავდა - 41, რეანიმაციაში გვყავდა 5 პაციენტი, 4 აპარატზე. გუშინ გითხარით, რომ ერთი პაციენტის მდგომარეობა იყო ტერმინალური. ქალბატონი, რომელიც გადმოყვანილია თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან, მისი მდგომარეობა მიმღებშივე შეფასდა კრიტიკულად, სიცოცხლესთან შეუთავსებლად. ვინაიდან, შემოყვანისთანავე მჟავეტუტოვან წონასწორობაში იყო 7 და ნული, რაც იმას მიუთითებდა, რომ პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული, ტერმინალური. პაციენტთან გამოვლინდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესი, მწვავე სეფსისი, კლინიკურად გადატანილი იყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა არტერიული ჰიპერტენზიით. ჩატარებული კლინიკური კვლევებით დაისვა აღნიშნული დიაგნოზი. პაციენტის მკურნალობის გაგრძელების მიზნით, გადაყვანილ იქნა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში. ასეთ პაციენტებთან არსებობდა სიმპტომური მკურნალობა და არაპათოგენეზური მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლების და გაიდლაინების მიხედვით და სამწუხაროდ, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია