ირანის ადმირალი - დონალდ ტრამპი უფრო საშიშია, ვიდრე კორონავირუსი

ირანის ადმირალი, ალი შამხანი აცხადებს, რომ კორონავირუსზე მეტად საშიში აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპია.

„სანქციების დაწესება ჯანდაცვის მოწყობილობებზე არალეგალური და არაადამიანური აქციაა, რაც ნათლად გამოხატავს ტრამპის მტრულ განწყობებს ირანელი ხალხის მიმართ“,-წერს ადმირალი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

მისივე თქმით, ვაშინგტონი კაცობრიობის წინაშე დანაშაულს სჩადის.

„აშშ-ის წინააღმდეგობა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გადასცეს ირანს აუცილებელი აღჭურვილობა კორონავირუსთან ბრძოლისთვის, სხვა არაფერია თუ არა დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ“, - აღნიშნავს შამხანი.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, ირანში კორონავირუსის შედეგად 3600 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ინფიცირებულთა რიცხვმა 60 000 შეადგინა.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა