საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე გადანაწილებამდე სამხედროებს სპეციალური ინსტრუქტაჟი უტარდებათ

საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე ამოცანის შესასრულებლად გასვლამდე ბატალიონის პირად შემადგენლობას სპეციალური ინსტრუქტაჟი უტარდება. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამხედროებს ხელმძღვანელობა ვირუსისგან დაცვის და მოქალაქეებთან ურთიერთობის წესებს განუმარტავს. სამწყობრო მოედანზე საინფორმაციო ბრიფინგის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეები რეგიონში მოწყობილ გამშვებ პუნქტებზე ინაცვლებენ.

„საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან კოორდინაციით მოქალაქეების გადაადგილების კონტროლსა და ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველად შემოწმებას 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ. ბრიგადის პირადი შემადგენლობა გორის შესასვლელებთან 5 საკონტროლო გამშვებ პუნქტზეა მობილიზებული.

ხუთივე საგუშაგოსთან საველე სამედიცინო პუნქტებია მოწყობილი, სადაც I ქვეითი ბრიგადის სამხედრო ექიმები მოქალაქეებს თერმოსკრინინგს უტარებენ. დღის განმავლობაში ხდება ყველა მოქალაქის აღრიცხვა, ხოლო ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში მედპერსონალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრსა და აღმოსავლეთის სარდლობის მართვის ცენტრს ინფორმაციას დაუყონებლივ აწვდის. თერმოსკრინინგის გავლამდე მოქალაქეებისთვის სპეციალური ადგილებია გამოყოფილი, რათა არ დაირღვეს 2-მეტრიანი დისტანცია. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მოქალაქეები უსაფრთხოების ზომების შესახებ ინფორმაციას ხმოვანი შეტყობინების სახით იღებენ. ადგილზე განთავსებულია საინფორმაციო ბანერებიც. I ქვეითი ბრიგადის სამხედროები საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე შემსვლელ და გამსვლელ ყველა ავტომანქანას სპეციალური ხსნარებით დეზინფექციას უტარებენ.

კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საპრევენციო ღონისძიებებში I ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა სულ 9 საკონტროლო გამშვებ პუნქტზე - გორში, მცხეთასა და ახალციხეშია მობილიზებული“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა