ჯანმო - პირბადეების გადაჭარბებულ და არასწორ მოხმარებას, პანდემიის პირობებში, არა მხოლოდ სარგებელი არ მოაქვს, არამედ შესაძლოა, დეფიციტი გამოიწვიოს მათთვის, ვისაც ნამდვილად სჭირდება

მოსახლეობის მიერ პირბადეების გადაჭარბებულ და არასწორ მოხმარებას, პანდემიის პირობებში, არა მხოლოდ სარგებელი არ მოაქვს, არამედ შესაძლოა, მათი დეფიციტი გამოიწვიოს მათთვის, ვისაც ისინი ნამდვილად სჭირდება. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა თედროს ადჰანომ გიბრეიესუსმა განაცხადა და დასძინა, რომ ჯანმოს რეკომენდაციაა, ნიღბები დაავადებულმა ადამიანებმა გაიკეთონ და მათ, ვინც სახლში პაციენტებს უვლიან.

„შეშფოთებულები ვართ იმით, რომ ნიღბების გამოყენებამ მოსახლეობის ფართო ფენების მიერ, შესაძლოა, მათი დეფიციტი გამოიწვიოს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ყველაზე მატად საჭიროებენ მათ გამოყენებას“, - განაცხადა გენერალურმა დირექტორმა.

მისი თქმით, ჯანმო-ს რეკომენდაციაა, გამოიყენონ სპეციალური ნიღბები, ასევე სხვა დამცავი საშუალებები სამედიცინო დაწესებულებებში. რაც შეეხება ნიღბების ფართო გამოყენებას, ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, შეისწავლონ მათი გამოყენების ეფექტურობა.

გებრეიესუსის განცხადებით, მხოლოდ ნიღბების გამოყენება კოვიდ-19-ს ვერ შეაჩერებს. ამიტომ, მისი თქმით, ქვეყნებმა უნდა განაგრძონ ტესტირება, იზოლირება და დაავადების ყველა შემთხვევის მკურნალობა, ასევე დაავადებულთა ჯანმრთელ ადამიანებთან კონტაქტების გამოძიება.

ორგანიზაციის ხელმძღვანელმა დღესვე განაცხადა, რომ ამ დროისთვის, 20 კომპანია და სამეცნიერო ინსტიტუტი მუშაობს მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაქმნელად. საერთაშორისო კვლევებში კი მსოფლიოს 70 ქვეყანაა ჩართული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს