დავით იაკობიძე - მთავარია, კარგად ვიცოდეთ, რა გვინდა სოფლის მეურნეობასა და ეკონომიკაში და ვიცოდეთ, ვის შევთავაზოთ პარტნიორობა

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორს, ფინანსთა ყოფილ მინისტრ დავით იაკობიძეს ესაუბრა.

- ბატონო დავით, სოციალურ ქსელში თქვენი მეტად აქტუალური სტატუსის გამო გეხმიანებით. გარდა იმისა, რომ თქვენ სტატუსში იმედი გაქვთ გამოთქმული იმის გამო, რომ საქართველო ღირსეულად გაუმკლავდება პანდემიას, მაშინ როცა მსოფლიო ეკონომიკა იმავე პანდემიის გამო საკმად დიდ რეცესიასა და ცვლილებებს განიცდის, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მეტად აქტუალურ თემებზე გაქვთ გამოთქმული საინტერესო მოსაზრებები.

ვიდრე ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე თქვენ მოსაზრებებზე გადავიდოდეთ, კარგი იქნება, თუ ჩვენს მკითხველს გაუზიარებთ მოსაზრებებს იმაზე, თუ რა გაძლევთ იმის საფუძველს, რომ საქართველო პანდემიას, რომელმაც მსოფლიო შეძრა და პრაქტიკულად ბევრის რამის პარალიზება გამოიწვია, გაუმკლავდება, თან ღირსეულად?

- პირველი, მივაქციოთ ყურადღება იმ გარემოებას, თუ როგორ ებრძვის საქართველო ვირუსს, რომელმაც ააფორიაქა მსოფლიო.

მიმაჩნია, რომ მსოფლიო კლასის სპეციალისტები, მხედველობაში მყავს ამირან გამყრელიძის, თენგიზ ცერცვაძის და პაატა იმნაძის სამეული უნარიანად, დიდი პასუხისმგეგბლობითა და საქმის ცოდნით ხელმძღვანელობენ ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას, ამ სნეულებასთან ბრძოლაშია.

მადლობა ჩვენს ხელისუფლებას, რომელსაც ეყო ვაჟკაცობა, არ აყოლოდა „უჩემოთ ვინ იმღერა“-ს უსაფუძვლო მიდგომას და ქვეყნის მთელი მიმდინარე პოლიტიკის ძირითად მახასიათებლად აქცია ჩვენი სასახელო ექიმების რეკომენდაციები.

საფრთხე დიდი და დამანგრეველია, მაგრამ გვყავს მსოფლიო კლასის სპეციალისტები, ამიტომ შეგვიძლია იმედიანად განვეწყოთ და ჩავთვალოთ, რომ ჩვენი ბედი სანდო ადამიანების ხელშია

მეორე, კორონავირუსი მოედო მსოფლიოს და გამოცხადდა პანდემია. საფრთხე დიდი და დამანგრეველია მთელი მსოფლიო მეურნეობისათვის. ასეთ დროს რა ამოცანა დგება ჩვენს, წინაშე? ჩვენ როგორც არ უნდა მოვინდომოთ ვერ დავამარცხებთ პანდემიას, რადგან ეს ამოცანა ჩვენ შესაძლებლობებს დიდად აღემატება.

ამ შემთხვევაში ჩვენი ვალია „ვიაზროვნოთ გლობალურად, ანუ გავითავისოთ ეს უდიდესი საშიშროება და ვიმოქმედოთ ლოკალურად“ ანუ, ჩვენი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფრგლებში.

ეს პრინციპიც მაქსიმალურად დაცულია ჩვენთან, ჩვენი ექიმები, როგორც პრევენტული მედიცინის ასევე, კლინიკურ სფეროში მჭიდროდ თანამშრომლობენ საერთაშორისო სამედიცინო ცემტრებთან და მათი საქმიანობაც სათანადოდ ფასდება.

ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის ამის შესახებ. ეს ორი ასპექტი განაპირობებს იმას, რომ იმედიანად განვეწყოთ და ჩავთვალოთ, რომ ჩვენი ბედი სანდო ადამიანების ხელშია.

- პანდემიის გამო მსოფლიოში და ჩვენშიც ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ პანდემიის შედეგები მნიშვნელოვან კორექტივებს შეიტანს მსოფლიო ეკონომიკაში. ასევე იმაზე, რომ ქვეყნებს სერიოზული კორექტივების შეტანა მოუწევთ საკუთარი ქვეყნების ეკონომიკებში.

ხელისუფლების მიერ სხვადასხვა მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები იმაზე მიანიშნებს, რომ იგი ცდილობს ეკონომიკის რეალური სექტორების გადარჩენას, მაგრამ ჯერჯერობით ჭირს იმაზე საუბარი, საბოლოოდ როგორი და რამდენად ეფექტური იქნება ხელისუფლების ანტიკრიზისული გეგმა.

ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პანდემიის გამო ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად და ეკონომიკური ვითარების გამოსასწორებლად 2 მილიარდ ლარს დახარჯავს. ხელისუფლება ხან იმპორტის ჩანაცვლებაზე, ხანაც სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე საუბრობს, მაგრამ როგორ აპირებს იგი ამის გაკეთებას, ჯერ ბევრი რამ გაუგებარია.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში თქვენ ხელისუფლებას ურჩიეთ ყურადღების გამახვილება ისეთ დარგებზე, როგორიცაა ხორბლის წარმოება, ქათმის ხორცისა და კვერცხის წარმოების არსებული ბაზის გაფართოება, მეთევზეობისათვის დიდი რესურსის ათვისებისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმა.

დაგვავალებთ, თუ ამ თემაზე უფრო კონკრეტულად მოგვახსენებთ იმაზე, თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს, რომ თქვენს მიერ დასახელებულ სფეროებში უმოკლეს ვადებში იქნას მიღწეეული შედეგი?

- უაღრესად მნიშვნელოვან საკითხს ეხებით. თქვენი კითხვა ჩვენი დღევანდელობის გამოძახილია. ყველა კარგად აცნობიერებს, რომ დგება დრო აქტიური მოქმედებისა, მაგრამ იქვე ჩნდება კითხვებიც. როგორ მოვიქცეთ? საით წარვმართოთ ძალისხმევები? რა იქნება ის უმთავრესი რგოლი, რომელსაც ჩავეჭიდებით და ა.შ. ასეთი საკითხებია ჩვენს წინაშე და ჩვენც ვალდებული ვხდებით მათ ვუპასუხოთ.

ჩემი აზრით, ყველა დასმულ კითხვას, რომ პასუხი გავცეთ მთავარია სწორად გავიაზროთ შექმნილი სიტუაცია. სიტუაცია კი მოკლედ ასე შეიძლება დახასიათდეს - ჩვენ ვიმყოფებით მსოფლიო, გლობალური კატასტროფის წინაშე, ის რაც ელოდება მთელ მსოფლიოს და ცალკე აღებულ ყველა ქვეყანას არა ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული ვარდნაა, არამედ ესაა ნორმალური საზოგადოებრივი პროცესების იძულებითი, ძალდატანებითი ცვლილებებით გამოწვეული ყოველგვარი, სოციალური, კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური და ა.შ. აქტივობების შეჩერება.

აქამდე არსებულ საერთაშორისო ურთიერთობათა მთელი სისტემის დეფორმაცია, რომელიც ვლინდება ეკონომიკურ ვარდნაში, მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუარესებაში და ა.შ. მაგრამ, ეკონომიკა აქ მხოლოდ ერთერთი, ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელია და არა ერთადერთი.

ამ სიტუაციიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა ვიაზროვნოთ გლობალურად, გავაცნობიეროთ რა ხდება მთელ მსოფლიოში, როგორი ცვლილებებია მოსალოდნელი და ვიმოქმედოთ ლოკალურად, ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მთელი გლობალურად წარმოქმნილი გამოწვევების გათვალისწინებით.

ამ სიტუაციიდან გამოსვლის ერთადერთი გზაა ვიაზროვნოთ გლობალურად, გავაცნობიეროთ რა ხდება მთელ მსოფლიოში, როგორი ცვლილებებია მოსალოდნელი და ვიმოქმედოთ ლოკალურად, ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მთელი გლობალურად წარმოქმნილი გამოწვევების გათვალისწინებით

ამიტომ სოციალურ ქელში ამ კატასტროფიდან გამომდინარე, ყველაზე უარესი მოლოდინის გათვალისწინებით წამოვაყენე წინდადება, რომ ხელისუფლებამ და საზოგადოებამ მთავარი აქცენტი უნდა გააკეთოს სასურსათო პროდუქციის წარმოების მოცულობის გაზრდაზე და უპირველეს ყოვლისა ყურადღება გაამახვილოს სწრაფად, დროის მოკლე მონაკვეთში წარმოების ორგანიზაციის შესაძლებლობების გამოყენებაზე.

მაგალითად, როდესაც ვამბობ, რომ მნიშვნელოვანია ქათმის ხორცისა და კვერცხის წარმოების ზრდა, მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ 6 თვის განმავლობაში შესაძლებელია კვერცხიდან კვერცხის მიღება. ე.ი. უმოკლეს დროში შეიძლება ბაზარზე გამოვიტანოთ კვერცხი და ქათამი, რომლებიც ჩაენაცვლებიან სხვა პროდუქტებს, რომელთა მწვავე დეფიციტიც შესაძლებელია შეიქმნას. ეს მაშინ, თუ პროცესი გაღრმავდება და მწვავე ხასიათს მიიღებს.

ხელისუფლებამ და საზოგადოებამ მთავარი აქცენტი უნდა გააკეთოს სასურსათო პროდუქციის წარმოების მოცულობის გაზრდაზე და უპირველეს ყოვლისა ყურადღება გაამახვილოს სწრაფად, დროის მოკლე მონაკვეთში წარმოების ორგანიზაციის შესაძლებლობების გამოყენებაზე

როდესაც ვამბობ თევზის წარმოებაზე, ასევე მხედველობაში მაქვს მოკლე დროში ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობაზე. ეს მაგალითები, რომლებიც სხვადასხვა დროს არის აპრობირებული ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, გვაფიქრებინებს რომ სწორედ ეს მიმართულებები არის დღეს საყურადღებო.

მაგრამ, მთავარი მაინც ისაა, თუ, როგორ ვაფასებთ შექმნილ სიტუაციას. უნდა გვესმოდეს, რომ დღეისათვის არსებული ყველა სახის საზოგადოებრივი ურთიერთობათა სისტემები განიცდიან რყევას მთელი მსოფლიო მასშტაბით და ამის გააზრება ჩვენგან მოითხოვს პასუხისმგებლურ მიდგომებს.

ჩვენ უნდა გავიაზროთ რომ, რაც უფრო გამწვავდება კორონავირუსით გამოწვეული საზოგადოებრივ ურთიერთობების კრიზისი, მით მეტად ურთიერთდამოკიდებული გახდება მთელი მსოფლიო.

მაკროეკონომიკური სისტემები ერთმანეთისადმი ხელშეწყობის გარეშე ვერ გადარჩებიან. ამ თვალსაზრისით ცალკე აღებული ერთი ქვეყნისათვის უმთავრესი ხდება მისი ინსტიტუცური მდგრადობა და არსებული კვალიმეტრიული სისტემის შენარჩუნება.

ეს კი მოითხოვს პირველ რიგში ისეთი ინსტიტუციის სწორ და მაქსიმალური პასუხისმგებლობით გამოყენებას, როგორიცაა ფული. ქვეყნის ფულადი სისტემის სწორი ორგანიზაცია და წარმართვა შეუძლბელია საერთასორისო თანამშრომლობის გარეშე.

წარსული გამოცდილებიდან, მხედველობაში მაქვს გასული სუკუნი 90-იანი წლები, გამომდინარე არის მოსაზრება, რომ ამ სფეროში ჩვენ შეიძლება გვქონდეს მსოფლიო ბანკისა და საეთაშორისო მონეტარული ფონდის იმედი.

მიმაჩნია, რომ ეს საერთაშორისო ორგანიზაციები უაღრესად საჭირო და საიმედო პარტნიორებია, მაგრამ ამჯერად მათგან ჩვენ გვესაჭიროება პირველ რიგში ტექნიკური დახმარება.

ის, რომ კორნავირუსის ეპიდემია დაწყებულიც არ იყო ჩვენს ქვეყანაში, როდესაც ლარი ამერიკული დოლარის მიმართ 25% შემცირდა, საგანგაშო ფაქტია. მართალია ნავთობზე მსოფლიო ბაზრის კორექციამ და ამის საფუძველზე რუსული რუბლის დაცემამ ითამაშა გარკვეული როლი ლარის საცვლელი კურსის შემცირებაში, მაგრამ არა ისეთი, როგორი შედეგიც მივიღეთ.

ქვეყნის ფულადი სისტემის სწორი ორგანიზაცია და წარმართვა შეუძლბელია საერთაშორისო თანამშრომლობის გარეშე. მიმაჩნია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები უაღრესად საჭირო და საიმედო პარტნიორებია, მაგრამ ამჯერად მათგან ჩვენ გვესაჭიროება პირველ რიგში ტექნიკური დახმარება

გარდა ამისა, ლარის მდგრადობაზე პასუხისმგებელი პირები სატელევიზიო გამოსვლები მოწმობს, რომ მათ ეს „ჩავარდნა“ დიდ პრობლემად არ მიაჩნიათ და ეგრეთ წოდებულ „ობიექტურ მიზეზებს“ იშველიებენ, ანუ ვერ ითავისებენ საკუთარი პასუხისმგებლობის ამ უმძიმეს ტვირთს. ეს კი საკმარისი არგუმენტია იმისათვის, რომ საერთაშორისო მონეტარულ ფონდს ვთხოვოთ ტექნიკური დახმარება.

ვფიქრობ შევთანხმდით იმაზე, რომ დღევანდელი სიტუციისათვის უმთავრესი არის ეკონომიკური ეფექტიანობის მსოფლიო ბაზარზე ჩამოყალიბებული კრიტერიუმების შენარჩუნება, რაშიც გადამწყვეტი როლი ეკისრება ლარის სტაბილურობას. და თუ ლარის სტაბილურობას შევინარჩუნებთ გაგვიადვილდება სხვა პრობლემების დაძლევა.

ამგვარად, დროის მოკლე მონაკვეთისათვის გადაუდებელ ეკონომიკურ პრობლემათა შორის უმთავრესი ლარის სტაბილურობაა, რაც საშუალებას მოგვცემს განვახორციელოთ ეფექტური პოლიტიკა რეალური სექტორში.

დროის მოკლე მონაკვეთისათვის გადაუდებელ ეკონომიკურ პრობლემათა შორის უმთავრესი ლარის სტაბილურობაა, რაც საშუალებას მოგვცემს განვახორციელოთ ეფექტური პოლიტიკა რეალური სექტორში

აქ კი პირველ რიგში ყურადღება უნდა მივაქციოთ სურსათზე და მეცხოველეობის საკვებზე საკუთარი, კორონავირუსის ზემოქმედებით გამოწვეული ურთიერთობათა დეფორმაციის მიზეზით გარდქმნილი, შეცვლილი სამომხმარებლო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

ახლა გაზაფხულია და იწყება საგაზაფხულო სამუშაოები, შესაბამისად დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ საგაზაფხულო ხორბალს, სიმინდის, კარტოფილისა და კომბოსტოს წარმოების ორგანიზაციას.

აქ უნდა გავატაროთ სახელმწიფოს მიერ ინიცირებული მაორგანიზებელი და მასტიმულირებელი ღონისძიებები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს ავითვსოთ ჩვენს განკარგულებაი არსებული სახნავი მიწები და შევქმნათ მოსხლეობის სურათით დაკმაყოფილების საკუთარი ბაზა.

ჩვენ ამ მიმართულებით უახლოეს წარსულში ბევრი შეცდომა დავუშვით, დიდ ოდენობით კაპიტალი დავაბანდეთ სოფლის მეურნეობაში, მაგრამ აქედან ძალიან მწირი შედეგები მივიღეთ. ამ შეცდომებზე ახლა არ მინდა სუბარი, რადგან საკმარისად ითქვა, მაგრამ თუ იგივე გზას გავაგრძელებთ უნდა გვესმოდეს, რომ კიდევ უარეს შედეგებს მივიღებთ.

საჭიროა სხვა გზა, საკმაოდ კარგად აპრობირებული მსოფლიო მასშტაბით და ეფექტურად მოქმედი. მაგალითად რომელი საწარმოოს ბაზაზე, რომელსაც აქვს გამოცდილება და რეპუტაცია, თუ ასეთი არ არსებობს შეიძლება ახალი შეიქმნას, ხდება რესურსების მობილიზაცია და წარმოების მასშტაბების ზრდა.

შემდეგ როდესაც ეს საწარმოო აღწევს ბაზარზე სათანადო შედეგებს დგება მისი პრივატიზაციის საკითხი, ან თუ კერძო საკუთრებაშია, მისი სახელმწიფო მხარდაჭერიდან გასვლა. ასეთ დროს არაეფექტიანი ბიზნესების მხარდაჭერა დასაქმების, სტარატეგიული სჭიროებებისა და სხვა ამგვარი არგუმენტებით, ნიშნავს საზოგადოებრი რესურსების განიავებას.

ძალიან კარგია ის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ 2 მილიარდი ლარი გამოყო. ახლა ჩვენს მოქალაქეებს ესაჭიროება უცაბედად წარმოქმნილი, ახალი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში დახმარება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ მისახედია მიუსაფარი ხალხი, მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებს ესაჭიროება მატერილური მხარდაჭერა, უცხო ქვეყნებში ჩარჩენილებს დაბრუნება სამშობლოში და ა.შ.

მაგრამ, როგორც აღვნიშნე, პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს იმ სახის პროდუქციის წარმოების მოცულობის ზრდაზე, რომელიც ბაზარზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს სასურსათო კალათის ფორმირებაში.

პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს იმ სახის პროდუქციის წარმოების მოცულობის ზრდაზე, რომელიც ბაზარზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს სასურსათო კალათის ფორმირებაში

ესაა ხორბალი, საგაზაფხულო, სიმინდი, იგი ქმნის მეცხოველეობისათვის საჭირო საკვებ ბაზას, კარტოფილი, კომბოსტო, ქათამი და კვერცხი, თევზი და ა.შ. ასევე მნიშვნელოვანია სხვა პროდუქტებიც, მაგრამ თუ ვივარაუდებთ, რომ კრიზისი შეიძლება უაღრესად გამწვავდეს, საჭიროა მოსალოდნელი ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელი სურსათის საკუთარი მარაგები გაგვაჩნდეს.

- ვინაიდან, ახლა ბევრს კამათობენ იმაზე, რომ სოფლის მეურნეობის თუ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროების განვითარებაზე ვინ უნდა გასცეს კრედიტები და რომ კრედიტების საპროცენტო განაკვეთები დაბალი უნდა იყოს, თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, ამ თემებზე თქვენ როგორ გადაწყვეტილებებს მიიღებდით?

- ვინ კამათობს, მე არ მომისმენია სერიოზული საუბარი ამ თემაზე. მთელ მსოფლიოში არსებობს სოფლის მეურნეობის საკრედიტო რესურსით უზრუნველყოფის აპრობირებული მექანიზმი. მწარმოებელი დებს ხელშეკრულებას მომხმარებელთან, ვთქვათ მეხორბლე ფერმერი წისქვილკომბინატთან, ამ ხელშეკრულებაში განსაღვრულია პროდუქციის ფასი, რაოდენობა და მიწოდების ვადა, შემდეგ ბანკში მიაქვს ეს დოკუმენტი საჭირო რაოდენობის კრედიტის მისაღებად.

შესაბამისად ბანკი რწმუნდება, რომ პროდუქციის რეალიზაციიდან ამონაგები სახსრები პირველ რიგში მოხმარდება საკრედიტო ვალდებულების დაფარვას. ამგვარად, საკრედიტო ვალდებულების გადახდის გარანტორი ხდება მეწარმის პარტნიორი ფირმა.

ბევრ ქვეყანაში კანონით აკრძალულია სხვა სახის საკრედიტო გარანტიები და ასევე ბანკებს ეკრძალებთ სესხი გასცენ მარტივი პროცენტით. თუ ჩემი რჩევა ვინმეს აინტერესებს ვურჩევდი, რომ თანმიმდევრულად შეიმუშაოს სათანადო ნორმატული აქტები და ამგვარი ფინანსური მექანიზმი აამოქმედოს მოკლე ხანში.

ბევრ ქვეყანაში კანონით აკრძალულია სხვა სახის საკრედიტო გარანტიები და ასევე ბანკებს ეკრძალებთ სესხი გასცენ მარტივი პროცენტით. თუ ჩემი რჩევა ვინმეს აინტერესებს ვურჩევდი, რომ თანმიმდევრულად შეიმუშაოს სათანადო ნორმატული აქტები და ამგვარი ფინანსური მექანიზმი აამოქმედოს მოკლე ხანში

გარდა ამისა, არის სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებებიც მისაღები, რადგან დასახვეწია არსებული საკუთრებითი ურთირთობები სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე და გასაზრდელია ადგილობრივი თვითმართველი ერთეულების როლიც ფერმერული მეურნეობების ორგანიზაცია ფუნქციონირების ხელსეწყობის საქმეში.

რაც შეეხება ჩემს წინდადებებს, რეალურ სექტორში კარტოფილის, სიმინდის, ქათმის კვერცხის და მეთევზეობის მხარდაჭერის შესაბამისი პროგრამის ამოქმედების შემთხვევაში ბანკები შესაძლებელია გამოყენებული იქნას, მხოლოდ როგორც ფულადი რესურსების გამტარები, რისთვისაც ისინი თავიანთ კუთვნილ 0.75% პროცენტს მიიღებენ და გააკონტროლებენ, როგორ იცავენ კონტრაგენტები ფინანსურ ვალდებულებებს.

რეალურ სექტორში კარტოფილის, სიმინდის, ქათმის კვერცხის და მეთევზეობის მხარდაჭერის შესაბამისი პროგრამის ამოქმედების შემთხვევაში ბანკები შესაძლებელია გამოყენებულ იქნას, მხოლოდ როგორც ფულადი რესურსების გამტარები, რისთვისაც ისინი თავიანთ კუთვნილ 0.75% პროცენტს მიიღებენ და გააკონტროლებენ, როგორ იცავენ კონტრაგენტები ფინანსურ ვალდებულებებს

- კრიზისულ ვითარებაში ხელისუფლებას მოუწია დაეზღვია ფასები ისეთ პროდუქტებზე, როგორიცაა ზეთი და შაქარი. არადა, ორივე ამ პროდუქტის წარმოება საქართველოში შესაძლებელია.

ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ აგარის შაქრის ქარხნის ასამუშავებლად ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ არ დაუზუსტებია, საუბარია ისევ უკრაინიდან შაქრის ჭარხლის შემოტანაზე, თუ შაქრის ჭარხალის მოსაყვანად გადაიდგმება ნაბიჯები?

ვიცით, რომ საქართველოში საკმაოდ წარმატებულად საქმიანობს ზეთის მწაროებელი კომპანია „ბარაქა“, რომლის პროდუქცია იმპორტირებულ ზეთს არაფრით ჩამოუვარდება, მეტიც უკეთესიც კია, მაგრამ ფასი ექსპორტირებულზე ოდნავ ძვირია.

თუ ორიენტაცია შიდა ბაზრის ადგილობრივი ნაწარმით დაკმაყოფილებაზე იქნა მიღებული, თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, დაუჭერდით თუ არა მხარს საქართველოში შაქრის და ზეთის წარმოებისთვის ნაბიჯების გადადგმას და ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფას?

- რა თქმა უნდა, შაქრის წარმოებას ჩვენი ქვეყნისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შაქარი მარტო კვების პროდუქტი ხომ არა არის, იგი კვების მრეწველობისათვის უმთავრესი ნედლულია. წარმოიდგენთ უშაქროდ მურაბებს, ჯემებს, უალკოჰოლო სასმელებს, ლიქიორებს?! ეს საკითხი გადასაწყვეტია, აქ საჭროა კონსულტაციები ევროკავშირთან, სადაც შაქრის დიდი მეტობა შეინიშნება და წევრ ქვეყნებში ლატვისა და ლიტვაში ხურავენ შაქრის საწარმოებს.

საჭიროა კონსულტაციები ევროკავშირთან, სადაც შაქრის დიდი მეტობა შეინიშნება და წევრ ქვეყნებში ლატვიასა და ლიტვაში ხურავენ შაქრის საწარმოებს... დღეს რთულად მიმაჩნია ზეთის ბაზარი მივანდოთ საკუთარ, ჩვენს მწარმოებელს

დღეს რთულად მიმაჩნია ზეთის ბაზარი მივანდოთ საკუთარ, ჩვენს მწარმოებელს, მაგრამ თუ კარგად განვახორციელებთ სიმინდის წარმოების პროგრამას, შეაძლებელია, დროთა განმავლობაში, ამ სფეროშიც აღმოვფხვრათ დეფიციტი. გასანვითარებელია სხვა მიმართულებებიც, მაგალითად ზეთისხილის პლანტაციების შექმნის გზით და ა.შ.

- ნავთობზე ფასების ვარდნამ დაგვანახა, რომ კრიზისულ ვითარებაში ნავთობზე არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჰიგიენისა და სადეზინფექციო საშუალებები. ურიგო არ იქნებოდა თუ ვიფიქრებდით ქიმიური მრეწველობის ისეთი ნაწარმის გამოშვებაზე, რომლის ფასი საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ მაღალია.

იყო დრო ქიმიური მრეწველობა ჩვენში საკმაოდ განვითარებული იყო, მაგრამ ახლა თქვენ რომ იღებდეთ გადაწყვეტილებას, ჩვენში ქიმიური მრეწველობის რა ტიპის ნაწარმის გამოშვების ორგანიზებაზე არ დაინანებდით ფინანსებს?

- დავიწყოთ იმით რომ ქიმიური მრეწველობა საქართველოში უპატრონოდაა მიტოვებული. ერთი მხრივ გვაქვს ქიმიური გიგანტი, რუსთავის აზოტის კომბინატი და მეორე მხრივ საყოფაცხოვრებო ქიმიის სფეროში მთლიანად დამოკიდებული ვართ იმპორტზე. ვერც ვენახის შესაწამლ ნივთიერებეს ვერ ვაწარმოებთ, ვერც სადიზინფექციო, ვერც სარეცხ საშუალებეს და ვერც საღებავებს.

ვინაიდან ბაზარზე ქიმიური მრეწველობის ნაწარმის ძირითადი მიმწოდებლები არიან ტრანსნაციონალური კომპანიები, მათთან გვესაჭიროება საქმიანი დილოგი, რომ შევძლოთ ამ დრგში სერიოზული ძვრების განხორციელება.

ვინაიდან ბაზარზე ქიმიური მრეწველობის ნაწარმის ძირითადი მიმწოდებლები არიან ტრანსნაციონალური კომპანიები, მათთან გვესაჭიროება საქმიანი დილოგი, რომ შევძლოთ ამ დრგში სერიოზული ძვრების განხორციელება

- მეთევზეობასთან დაკავშირებით გამახსენდა. რამდენადაც მახსოვს, საქართველოს შავი ზღვის აკვატორიაში ქაფჩიის რეწვით უპირატესად თურქული კომპანიები იმის გამო იყვნენ დაკავებული, რომ ისინი რეწვის საფასურს თევზის ჭერით დაკავებულ ქართულ მეწარმეებზე მეტს იხდიდნენ.

თქვენი აზრით, შავ ზღვაზე მეთევზეობის მხარდასაჭერად უნდა გადაიდგას თუ არა ნაბიჯები?

- მეთევზეობა უაღრესად მნიშვნელოვანი დარგია. იგი არა მარტო სასურსათო კალათის შევსებისათვის გამოიყენება, არამედ ქმნის მეცხოველეობის საკვებ ბაზასაც. მაგალითად, ქაფჩიის მარაგები შავ ზღვაში შეადგენს 80 ათას ტონას. ეს ის მოცულობაა, რომელიც შეიძლება დავიჭიროთ. აქედან მხოლოდ 8 ათასი ტონა წარმოადგენს სასაქონლო თევზს, დანარჩენი უნდა გადამუშავდეს.

გადამუშავების პროცესში მივიღებთ თევზის ფქვილს და ქონს. თევზის ქონი უნიკალური პროდუქტია ფარმაცევტული წარმოებისათვის, ხოლო ფქვილი კი სხვა კომპონენტებთან ერთად იძლევა საშუალებას მეცხოველეობისათვის შევქმნათ საკვები ბაზა. იაფი საკუთარი საკვები კი შესაძლებელს გახდის ჩვენს მთიანეთში და მთისწინა რაიონებში განვითარდეს კალმახის წარმოება. გარდა ამისა თევზის ფქვილი აუცილებელი კომპონენტია ფრინველის საკვების საწარმოებლად.

როგორც ვხედავთ, საინტერესო პერსპექტივა იხსნება და თუ თევზის ფქვილის საწარმოს დავაკავშირებთ ჩვენს ბალახეულ საფართან, რომელიც მილიონ ჰექტარზე მეტია და მისი დიდი ნაწილი უბრალოდ ცდება, შევძლებთ სერიოზულ სიმძლავრეს დავეუფლოთ მეხოველეობის საკვების წარმოები სფეროში.

თუ თევზის ფქვილის საწარმოს დავაკავშირებთ ჩვენს ბალახეულ საფართან, რომელიც მილიონ ჰექტარზე მეტია და მისი დიდი ნაწილი უბრალოდ ცდება, შევძლებთ სერიოზულ სიმძლავრეს დავეუფლოთ მეხოველეობის საკვების წარმოების სფეროში

ეს ფანტაზია არაა, ეს სრულიად შესაძლკებელია, მთავარია ვიპოვოთ ხალხი ვინც ყოველივე ამას თავს დაადგამს და შექმნის ასეთ მნიშვნელოვან დარგს.

- პრიორიტეტების თქვენეულ ჩამონათვალში არ აღმოჩნდა მესაქონლეობის მხარდაჭერა. იყო დრო საქართველო თუ სრულად არა, მნიშვნელოვნად აკმაყოფილებდა საქონლის ხორცზე მოთხოვნას. ახლა საქონლის ხორცი საქართველოში საიდანღა არ ჩამოდის.

გასაგებია, რომ ჩვენში საქონლის ხორცის ექსპორტირება ნაკლები ჯდება, ვიდრე წარმეობა, მაგრამ როცა ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ, საკუთარი საქონლის ხორცის გარეშე სასურსათო უზრუნველყოფა, აშკარად რთული წარმოსადგენია.

ისიც ცხადია, რომ ქვეყანა მარტო სამხრეთ ამერიკიდან, ინდოეთიდან და ავსტრალიიდანაც კი ხორცის ექსპორტზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ თქვენს ჩამონათვალში მესაქონლეობის მხარდაჭერა არ იყო, თქვენი აზრით, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას იმისათვის, რომ მესაქონლეობამაც თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში?

- როდესაც ვსაუბრობ მეცხოველეობის საკვებ ბაზაზე, მხედველობაში მაქვს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიც და ცხვარიც. ეს ის დარგია, რომლის ფეხზე დაყენებასაც დრო ჭირდება. აქ მოკლე ხანში ვერაფერს გახდები.

მაგრამ, თუ გვექნება მძლავრი საკვები ბაზა, რომელიც შესაძლებელია შეიქმნას სიმინდის წარმოების, მისი ნათესი ფართობებში და მოსავლიანობის ზრდა-მოცულობის გადიდებით, ჩვენი ბუნებრივი სათიბების ათვისებით და საჭირო რაოდენობის თევზის ფქვილის წარმებით, მაშინ ჩვენს ქვეყანაში რძის და ხორცის წარმოების წინაპირობები შეიქმნება და შევძლებთ გადავწყვითოთ მრავალი პრობლემა ამ სფროში.

- საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევმა განაცხადა - „მსოფლიო ეკონომიკა მძიმე დაცემის ფაზაში შევიდა. დახმარებისთვის უკვე 90-მა სახელმწიფომ მოგვმართა. ჩვენ გვაქვს „ხელშეუხებელი რეზერვი“ 1 ტრილიონი დოლარის ოდენობით, ომის შემთხვევისათვის. ახლა გადავწყვიტეთ, რომ ეს მარაგი დავხარჯოთ.“

ვიცით, რომ ევროკავშირი ასევე გეგმავს ნახევარი ტრილიონი ევროს დახარჯვას პანდემიით დაზარალებული ეკონომიკების მხარადსაჭერად.

ექსპერტთა ნაწილი იმედოვნებს, რომ საქართველო ამ თანხებიდან მიიღებს გარკვეულ დახმარებას. მეტიც, ჩვენ არა მარტო უნდა მოვახერხოთ ფინანსების მოზიდვა, არამედ შევძლოთ ჩვენი პარტნიორების იმაში დარწმუნება, რომ საქართველოში შესაძლებელია ტექნოლოგიებზე დამყარებული წარმოებების გადმოტანა. კერძოდ, ქიმიური მრეწველობისა და მსუბუქი მრეწველობის საწარმეობის გახსნა.

ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები დახმარების გარეშე არ დაგვტოვებენ, უკვე ნათლადაც კი ჩანს, მაგრამ თქვენი დაკვირვებით, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ საქართველოში შესაძლებელია ქიმიური და მსუბუქი მრეწველობის საწარმოების გახსნა? თუ კი, სავარაუდოდ, რა საწარმოები შეიძლება იქნას საქართველოში გახსნილი და ვინ შეიძლება იყოს მათ გახსნაში დაინტერესებული?

- ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც ჩვენ ვართ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო მონეტარული ფონდის დახმარება. უკვე აღვნიშნე, რომ ჩვენ მათ უნდა ვთხოვოთ ტექნიკური დახმარება და შემდეგ განისაზღვროს თუ რა მოცულობით და როგორი ხასიათის მხარდაჭერა დაჭირდება ჩვენს ეკონომიკას კრიზისული სიტუაციის დასაძლვად.

ისიც უნდა ითქვას, რომ მომავალში მონეტარული ფონდის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება. შექმნილი სიტუაცია გვიჩვენებს, რომ იგი უაღრესად საჭირო და ეფექტიანი საერთაშორისო ინსტიტუტია, მაგრამ მისი რესურსები შეზღუდულია, არ აღემატება მსოფლიოში ფულის მიმოქცევისათვის საჭირო რაოდენობის 5% და შესაბამისად მისი დახმარებასაც მხოლოდ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში უნდა ველოდეთ.

და ბოლოს, როგორც აღვნიშნე, ყველა ქვეყნის მთავრობა ცდილობს დაეხმაროს თავის სამეწარმეო სექტორს. ამ მიზნით გამოყვეს სახსრები და ახლა ამუშავებენ მექანიზმს, როგორ გამოიყენონ.

სახსრებს, რომლის გამოყოფაც განაპირობა კორონავირუსით გამოწვეულმა დეფორმირებულმა სოციალურმა გარემომ, გამოიყენებენ არა მარტო სამეწარმეო სექტორში არამედ მისი სერიოზული ნაწილი მოხმარდება მოქალაქეთა მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

უკვე გითხარით, რომ ახლი დარგების განვითარებისათვის ინტენსურად უნდა ვიმუშაოთ ტრანსეროვნულ კორპორაციებთან, სადაც შრომის ნაყოფიერება იმდენად მაღალია, რომ კონკურენციაში ყველას დაამარცხებენ. ამიტომ ჩვენი ამოცანაა დავაინტერესოთ ეს კორპორაციები და შევძლოთ მათი ფილიალების დაფუძნება ჩვენს ქვეყანაში.

ახალი დარგების განვითარებისათვის ინტენსურად უნდა ვიმუშაოთ ტრანსეროვნულ კორპორაციებთან, სადაც შრომის ნაყოფიერება იმდენად მაღალია, რომ კონკურენციაში ყველას დაამარცხებენ. ამიტომ ჩვენი ამოცანაა დავაინტერესოთ ეს კორპორაციები და შევძლოთ მათი ფილიალების დაფუძნება ჩვენს ქვეყანაში

ცნობილია, რომ ევროპაში ყველა სახის ცხიმების მთავარი მწარმოებელია „იუნილევერი“. თუ ჩვენ გვინდა თანამედროვე რელსებზე დავაყენოთ მარგარინის ან ზეთის წარმოება, უნდა ვესუბროთ ამ კომპანიას. ავუხსნათ რა შესაძლებლობები გვაქვს და რა ურთიერთობებზე ვიქნეით პასუხისმგებელი.

ასევე შესაძლებელია არა მარტო მსუბუქი მრეწველობისა და საყოფაცხოვრებო ქიმიის საწარმოების აქ ორგანიზება, არამედ მანქანათმშენებლობა შეიძლება გახდეს ხელმიაწვდომი. მთავარია ჩვენ კარგად ვიცოდეთ რა გვინდა და ვიცოდეთ ვის შევთავაზოთ პარტნიორობა.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

ლადო პაპავა - მოსახლეობა პოზიტიური დღის წესრიგის მოლოდინშია
ქართული პრესის მიმოხილვა 30.05.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
"სილქნეტი" StopCoV ფონდში კიდევ ერთ მილიონ ლარს გადარიცხავს
სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი შეღავათების გაცემა დაიწყო
2 წლის შედეგებით Domenebi.ge უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგისტრატორია
ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ