პატრიარქი - უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა, ყველაფერი სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს

ღმერთი მოწყალეა, სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს , - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მიმართვაში განაცხადა.

პატრიარქი მრევლს ხარების დღესასწაულს ულოცავს და ამბობს, რომ ყველაფერი ღვთის ნებით ხდება.

„დღეს არის დიდი დღესასწაული ხარებობა. გილოცავთ, სრულიად საქართველოს ვულოცავ ხარების დღესასწაულს. ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა, აფხაზეთის მოსახლეობას და სამაჩაბლოს მოსახლეობას. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს და უფალმაც აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ძალა და მშვიდობა, როგორ სანატრელია ჩვენთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთით არის, ღვთის ლოცვა-კურთხევით. უნდა ვიცოდეთ, რომ ძალა ღვთისა გამოვლინდება ყოველ ადამიანში, ყოველ ოჯახში, ყოველ სახელმწიფოში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უღვთოთ არაფერი ხდება.

ერთი მუშაკი მოსკოვის, კრემლის აკადემიკოსს პავლოვს ეკითხება, ნუთუ, თქვენ ასეთი დიდი მეცნიერი ბრძანდებით და მორწმუნე ხართო? პავლოვი იყო მღვდლის შვილი. პავლოვმა უპასუხა, როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლსო, მორწმუნე კი არა, წმინდანი, შეიძლება, გახდეო. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ.

ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა სხვადასხვა მოვლენები მოიცავს ადამიანებს. ჩვენ ხშირად ვერ ვაძლევთ პასუხს, რატომ ხდება ეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და ყველაფერი, ის სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს.

კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. სიხარული მოგმადლოთ უფალმა. სიხარული არის შედეგი სიყვარულისა. ვისაც გააჩნია სიყვარული, იმას გააჩნია სიხარული. დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ჩვენთან არს ღმერთი!“- ბრძანა პატრიარქმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპს, პეკინის საპასუხოდ გარდა იმისა, რომ ევროპას და უკრაინას დაეხმაროს, სხვა სვლა აღარც აქვს დარჩენილი
ანდრო გოცირიძე - ხელისუფლების დაკარგვის შიშით „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლური კურსი შეცვალა, ორიენტაცია დათმო, დემოკრატიას ძირი გამოუთხარა და რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.09.2025
„თიბისიმ“ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა
1200 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი წინანდალში - „სილქ როუდ ჯგუფი“ ახალ პროექტს აანონსებს
ბაზისბანკი სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია | კინოფესტივალს მესტია წელს მეხუთედ უმასპინძლებს
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიხსნა
Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife