აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება მდინარე ფსოუზე „საზღვარს“ კეტავს

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება მდინარე ფსოუზე ე.წ. სახელმწიფო საზღვარს კეტავს, - ამის შესახებ ინფორმაციას „აფსნიპრესი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ე.წ. „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას განკარგულების თანახმად, „საზღვარი“ დღეიდან 20 აპრილამდე ყველა კატეგორიის მოქალაქისთვის დაიკეტება.

ე.წ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ფსოუზე გადაადგილების უფლება მიეცემათ მხოლოდ დიპლომატებს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ასევე რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებს და სატვირთოს მძღოლებს.

შეგახსენებთ, აფხაზეთში გუშინ კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!