ირაკლი სესიაშვილი - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, კიდევ ერთხელ მოხდა განაჩენის გამოტანა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების მიმართ

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე კიდევ ერთხელ მოხდა განაჩენის გამოტანა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო დონეზე. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება არ იყო მოულოდნელი არავისთვის, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ იმ წარმომადგენელებისთვისაც, ვინც ეს მძიმე დანაშაულები ჩაიდინა“, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე, რომლითაც სასამართლომ სიცოცხლის უფლების მრავლობითი დარღვევა დაადგინა.

მისივე თქმით, ეს არ იყო უბრალოდ ბუნტის ჩახშობა ან რაიმე სპეცოპერაცია, არამედ ეს იყო მიზანმიმართული ქმედება.

„ყველასთვის ცნობილია მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი ცნობილი ფრაზა პარლამენტში გამოსვლის დროს - ნულოვანი ტოლერანტობა. ეს არამც და არამც არ იყო მიმართული კრიმინალის წინააღმდეგ. ეს იყო ზოგადი გზავნილი მთლიანად საზოგადოების მიმართ, რომ ის ვინაც არის ჩვენთან ის არის ჩვენიანი, დანარჩენი კი, ყველა არის მტერი. თუ დააკვირდებით, რაც კი მძიმე დანაშაულები ხდებოდა ქვეყანაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მხრიდან, რიგ შემთხვევებში, ამ ყველაფერს ჩვენ პირდაპირ ეთერში ვუყურებდით. ამას არ მალავდნენ და მიზანმიმართულად აკეთებდნენ. ამ ყველაფრის მიზანი იყო ის, რომ საზოგადოებას ჰქონოდა შიში იმიტომ, რომ „დემოკრატიის ფარდას“ ამოფარებული, მათი ძალაუფლების შენარჩუნება გადიოდა და ეფუძნებოდა ძალადობას“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე შეფასებით, ჩვენს უახლოეს ისტორიაში ეს არის შავი ლაქა და სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, რომელმაც დღესაც ვერ გაბედა ეს დანაშულები ეღიარებინა და ზოგიერთ მათგანს დიდხანს პოლიტიკურ პატიმრებს ეძახდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ზოდელავა საუბრობდა, რომ თეა წულუკიანმა განზრახ წააგო ეს საქმე სტრასბურგში, რაც სამარცხვინო განცხადებაა. იმის ნაცვლად, რომ თავი დახარონ და ბოდიში მოიხადონ, თეა წულუკიანს აბრალებენ, რომ არ დაიცვა ბაჩო ახალაია, რომლის ძალადობაც და სისასტიკეც ცნობილია მთელი მსოფლიო საზოგადოებისთვის. რამდენიმე კვირის წინ კი, როდესაც ვანო მერაბიშვილი ციხიდან გამოვიდა, პირველი პოლიტიკური განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ „მატროსოვის ციხეში“ არიან პოლიტიკური პატიმრები და ჩვენ ისინი ყველანი უნდა გამოვუშვათ. ეს არის მათი რეალური პოლიტიკური იდეოლოგია და დამოკიდებულება ქვეყნისა და საზოგადოების მიმართ, რომ არა ბოდიში და არა ის, რომ ჩვენ დანაშაული ჩავიდინეთ და ამას ვაღიარებთ, არამედ ის, რომ ამ მწამებლებს, სადისტებს ჩვენ გამოვუშვებთ“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა