გლდანში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები თვითიზოლაციაში დარჩებიან თუ მათ კარანტინში გადაიყვანენ, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გლდანში, დევნილთა დასახლებაში მცხოვრები მოქალაქეები დარჩებიან თვითიზოლაციაში თუ გადაიყვანენ საკარანტინო სივრცეებში, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

როგორც მან უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დევნილთა დასახლების დროებით იზოლაციაში მოქცევის გადაწყვეტილება მათ მიიღეს, რათა ექიმებს ვირუსის მოსაძიებელი ყველა საჭირო ღონისძიება ჩაეტარებინათ.

"ჩვენთვის, სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფების და ასევე, ჩვენი დევნილების ჯანმრთელობასა და მათ უსაფრთხოებაზე ზრუნვა. აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ ჩვენ ჩვენი ექიმებისთვის კომფორტული გარემო შეგვექმნა, მათ ჩაეტარებინათ ყველა საჭირო ღონისძიება და ამ დასახლებაში არ შექმნილიყო გლობალური პრობლემა, ეს გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ და კვლავ ვმსჯელობთ იმის თაობაზე, რომ დარჩებიან ისინი თვითიზოლაციაში თუ გადაყვანილები იქნებიან სახელმწიფოს მიერ მოწყობილ საკარანტინო სივრცეებში, რაც შემდეგი რამდენიმე დღის განმალობაში გახდება ცნობილი ჩვენი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ტიკარაძემ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ