ბექა ოდიშარია - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დასავლური მედიისგან და  საზოგადოებისგან უმაღლეს შეფასებას  იღებს

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია გამოცემა „დეილი სიგნალში“ გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„გამოცემა „დეილი სიგნალმა“ დღეს გამოქვეყნებულ თავის სტატიაში საქართველო მოიხსენია როგორც ყველაზე მყარი და საიმედო პარტნიორი რეგიონში, მსოფლიოში არსებულ გამოწვევებთან მიმართებაში და დღევანდელი სიტუაცია შეადარა იმ საომარ მოქმედებებს და ჩვენს კონტრიბუციას, რომელსაც ჩვენი ჯარისკაცები ეწვიან სხვადასხვა სამშვიდობო ოპერაციებში ავღანეთსა თუ სხვა ქვეყნებში. ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დასავლეთის პრესისაგან, დასავლური საზოგადოებისაგან იღებს უმაღლეს შეფასებას, და დღეს ჩვენი ხელისუფლების ასეთი ტიპის მოქმედება ამ სამყაროს გამოწვევის წინაშე, ვფიქრობ, რომ მართლაც არის რეგიონში მისაბაძი და გამოსაკვეთი“,-აცხადებს ოდიშარია.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს