გაგრაში, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა, ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ ხელი მოაწერა განკარგულებას გაგრაში „კომენდანტის საათის“ შემოღების შესახებ. ამის შესახებ „სპუტნიკ აფხაზია“ იუწყება.

განკარგულების მიხედვით, კომენდანტის საათი იმოქმედებს 20:00 საათიდან დილის 7:00 საათამდე. ამ პერიოდის განმავლობაში იკრძალება ქუჩაში და საცხოვრებლის გარეთ ყოფნა.

კომენდანტის საათი შემოღებულია აფხაზეთის ტერიტორიაზე კრონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით.

ცნობისთვის, გუშინ, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდინფექცია დაუდასტურდა 29 მარტს მოსკოვიდან დაბრუნებულ პირს. მისი ჰოსპიტალიზაცია 6 მარტს გუდაუთის საავადმყოფოში მოხდა.

იხილეთ ვიდეო: გაგრაში ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა