აფხაზეთის „ოპერატიული შტაბი“ - "რესპუბლიკურ საავადმყოფოში” გარდაცვლილ მოზარდს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. კორონავირუსთან ბრძოლის „ოპერატიული შტაბის’’ ინფორმაციით, სოხუმის “რესპუბლიკურ საავადმყოფოში” 8 აპრილს გარდაცვლილ მოზარდს COVID-19-ი არ დაუდასტურდა.
„სპუტნიკ-აფხაზიას“ ცნობით, გარდაცვლილს ქრონიკული დაავადებები ჰქონდა და ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში საწოლს იყო მიჯაჭვული.
შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში 15 წლის მოზარდი გუშინ გარდაიცვალა.

























