გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილზე - ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა ადამიანის სახით

ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა, ადამიანის სახით, რომელიც იქ, სადაც ქვეყანას სისტემურად სჭირდება, გვეხმარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100-მილიონიანი შემოწირულობის ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, აღნიშნული თანხა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლას მოხმარდება.

„ეს თანხები, რა თქმა უნდა, გამოყენებული იქნება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე და კოვიდ-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად. უნდა გვესმოდეს, რომ ორ ფრონტზე ვიბრძვით - ჯანმრთელობის და ეკონომიკის ფრონტზე და ყველა ის რესურსი, რომელიც იქნება მობილიზებული, მოხმარდება ამ მიზნის მიღწევას.

„ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი წლებია უკვე მილიარდობით ქველმოქმედებას ეწევა ქვეყანაში და ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა, ადამიანის სახით, საქართველოს მოქალაქის სახით, რომელიც იქ, სადაც ქვეყანას სისტემურად სჭირდება, ეს ადამიანი და მთელი ფონდი გვეხმარება, ყველგან იქ, სადაც სახელმწიფოს უჭირს და ეს არის უაღრესად დასაფასებელი. საზოგადოება ხედავს როგორ მუშაობს ეს დაზღვევა რეალურ ცხოვრებაში და არა პოლიტიკური კეკლუცობის ნაწილში“,- განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100-მილიონიანი შემოწირულობა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა Stopcov ფონდისთვის გამოყოფილი თანხა ფონდ „ქართუში“გადარიცხა, „ქართუმ“ კი თავის მხრივ - Stopcov ფონდში.

იხილეთ ვიდეო: ივანიშვილის სახით, ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა - პრემიერ-მინისტრის კომენტარი 100 მილიონზე, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ შექმნილ ფონდში ჩაირიცხა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა