მამუკა მდინარაძე - 90-იანი წლებიდან მოყოლებული ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არის ცხოვრების ჩვეულებრივი სტილი, ქველმოქმედება, საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდში დგომა

90-იანი წლებიდან მოყოლებული ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არის ცხოვრების ჩვეულებრივი სტილი, ქველმოქმედება, საქართველოსა და ქართველი ხალხის გვერდში დგომა, - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქართუ ბანკის" მიერ stopcov-ის ფონდში გადარიცხულ 100 მილიონ ლართან დაკავშირებულ შეკითხვას.

მისივე თქმით, შესაბამის ფონდში თანხის გადარიცხვა სწორედ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების გაგრძელებაა.

„ბუნებრივია, იმედიანად ხარ, როცა გყავს ასეთი ადამიანი გვერდით. ქვეყანას და ხალხს ჰყავს ისეთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ასეთი სერიოზული ქველმოქმედება და დონაცია გააკეთოს და გააკეთოს იმისთვის, რომ რაც შეიძლება შემცირდეს Covid -19-ის ზიანი, ეს მისასალმებელია. არ შეიძლება არ ვთქვათ ასევე, რომ არამხოლოდ ეს დონაცია, ბიძინა ივანიშვილს აქვს გაკეთებული ნახევარ მილიარდამდე დონაცია ქველმოქმედების სახით ჯანდაცვის სფეროში. როცა დღეს სიამაყით ვსაუბრობთ, რომ ჯანდაცვის სფერო ძალიან კარგად უმკლავდება გამოწვევას, აქაც უნდა გავიხსენოთ, რომ ამ ადამიანს აქაც სერიოზული ქველმოქმედება აქვს განხორციელებული რამაც, რა თქმა უნდა, ხელი შეუწყო იმას, რომ პრევენციული ღონისძიებები დღეს სისტემურად კარგად მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს არ არის ფაქტორი, მაგრამ ესეც უნდა აღვნიშნოთ ხოლმე," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100-მილიონიანი შემოწირულობა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა Stopcov ფონდისთვის გამოყოფილი თანხა ფონდ „ქართუში“გადარიცხა, „ქართუმ“ კი თავის მხრივ - Stopcov ფონდში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა