კარლ ჰარცელი - სიამაყით ვაცხადებ, რომ ევროკავშირი გადაამისამართებს და დააჩქარებს 180 მლნ ევროზე მეტი თანხის გამოყოფას საქართველოს დასახმარებლად

ევროკავშირის ელჩის საქართველოში კარლ ჰარცელის განცხადებით, ევროპა პანდემიის მწვავე შედეგების დაძლევისთვის ბრძოლის პარალელურად კვლავ პარტნიორების გვერდით დგას. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

”ვიდრე ევროპა თავად იბრძვის კოვიდ -19 პანდემიის მწვავე შედეგების დასაძლევად, იგი კვლავ პარტნიორების გვერდით დგას. სიამაყით ვაცხადებ, რომ ევროკავშირი გადაამისამართებს და დააჩქარებს 180 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფას საქართველოს დასახმარებლად კოვიდ-19–თან გამკლავებაში. ეს თანხები ხელს შეუწყობს ეკონომიკურ და სოციალურ გაჯანსაღებას, ადგილობრივ დონეზე გამოიყოფა და ასევე გააძლიერებს სახელმწიფო ფინანსებს, რათა დაეხმაროს საქართველოს ამ რთულ ეკონომიკურ პერიოდს წარმატებით გაართვას თავი. მთელი ეს დაფინანსება მოდის, როგორც გრანტი, და არა როგორც სესხი, და იგი ემატება დახმარების პაკეტის, რომლის შესახებ ევროკავშირმა გასულ კვირას გამოაცხადა; საქართველოსთვის ევროკავშირის მთლიანი დახმარება 250 მილიონ ევროზე მეტია”, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გუშინ ევროკავშირმა გამოაცხადა კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში პარტნიორი ქვეყნების ძალისხმევის მხარდამჭერი გლობალური რეაგირების შესახებ და არსებული რესურსებიდან 15 მილიარდ ევროზე მეტი თანხის გადამისამართების ვალდებულება აიღო, რაც საქართველოსთვის გამოყოფილ 183 მილიონ ევროზე მეტ თანხას მოიცავს.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში