ცხინვალის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი საქართველოს სპეცსამსახურებს ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. უშიშროების კომიტეტი იუწყება, რომ სოციალურ ქსელებსა და მესენჯერში, რომლებიც მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოიყენება, გამოჩნდა ყალბი ინფორმაციები, წინასწარ კოვიდ-19-ით დაინფიცირებული ტესტების არსებობის შესახებ. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

კომიტეტი აცხადებს, რომ მითითებული ყალბი გზავნილების გავრცელება ინიცირებულია მეზობელი სახელმწიფოს (რომელშიც გამოცემა ქართულ მხარეს გულისხმობს) სპეცსამსახურების მიერ და „რესპუბლიკის“ ხელმძღვანელობის დისკრედიტაციისა და მოსახლეობაში პანიკური განწყობის შესაქმნელად.

„ამასთან დაკავშირებით მოვუწოდებთ რესპუბლიკის მცხოვრებლებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ სამოქალაქო თვითშეგნება, დაიცვან სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ორგანოების მითთებები და არ წამოეგონ დესტრუქციული ძალების პროვოკაციას, რომლებმაც მიზნად დაისახეს სამხრეთ ოსეთში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების გამწვავება კორონავირუსის პანდემიის ფონზე“ ,- ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა