ქობულეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება.

ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, სოფლებში - გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები წესდება.

„დღეისათვის უკვე არის 252 შემთხვევა და ამასთან რამდენიმე შემთხვევა დადასტურდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ამ შემთხვევებში ფართო წრე იყო კონტაქტებისა და შესაბამისად, ჩვენ გვიწევს მივმართოთ სპეციალურ ღონისძიებებს. ქობულეთის მუნიციპალიტეტში შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში - გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინე შეზღუდვები წესდება.

გარდა იმ შეზღუდვებისა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობით დადგენილია, ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა. ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები და ასევე თავდაცვის ძალები. მოქალაქეებს გარეთ გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი საჭიროებენ პროდუქტის შეძენას, მედიკამენტის შეძენას, ან სამედიცინო მომსახურების მიღებას. მათ ექნებათ უფლება განახორციელონ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, თუ დაიცავენ იმ პროტოკოლს, რომელიც სპეციალურად ასეთი შემთხვევებისთვის არის შექმნილი. მუნიციპალიტეტთან და ადმინისტრაციულ ერთეულებთან თანამშრომლობას უზრუნველყოფს საოპერაციო შტაბი და ადგილობრივი ხელისუფლების ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონალურ საკითხებში, სოზარ სუბარი“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში