ბორის ჯონსონი კლინიკიდან გაწერეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კლინიკას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

კორონავირუსით ინფიცირებული პრემიერი თავს კარგად გრძობს, თუმცა უფლებამოსილების განხორციელებას ჯერჯერობით არ დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, ბორის ჯონსონს კორონავირუსი 27 მარტს დაუდგინდა. მოგვიანებით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პრემიერმა ინტენსიური თერაპიის განყოფილება ორი დღის წინ დატოვა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა