ანდრეა ბოჩელიმ მილანის ცარიელ ტაძარში სააღდგომო სოლო კონცერტი გამართა

იტალიელმა ტენორმა, ანდრეა ბოჩელიმ მილანის ცარიელ ტაძარში სააღდგომო სოლო კონცერტი გამართა, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 22 მილიონმა ადამიანმა უყურა. კონცერტი, სახელწოდებით „იმედის ნოტები“ „იუთუბის“ არხზე გადაიცემოდა, სადაც ბოჩელიმ ოთხი სიმღერა შეასრულა.

„მუსიკის წყალობით, რომელიც პირდაპირში გადაიცემოდა, მილიონობით ადამიანმა ერთმანეთს ხელი ჩასჭიდა. ამ გზით, ჩვენ დედამიწის მფეთქავ დაჭრილ გულს გულში ვიკრავთ“, - განაცხადა ბოჩელიმ.

ცნობისთვის, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 1 853 593 შემთხვევაა გამოვლენილი. ინფექციას ამ დროისთვის 114270 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება