შოთა რეხვიაშვილი - კარანტინის რეჟიმის შერბილებაზე საუბარი ალბათ, ნაადრევია - საჭიროა, იზოლაცია კიდევ გაგრძელდეს და გავრცელება დავიდეს ნულამდე

ჯერ კარანტინის რეჟიმის შერბილებაზე საუბარი ალბათ, ნაადრევია იმიტომ, რომ საჭიროა იზოლაცია კიდევ გაგრძელდეს და გავრცელება დავიდეს ნულამდე, - ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მარნეულში, ბოლნისსა და რუსთავში კორონავირუსის დაფიქსირების შემთხვევები მკვეთრად არ გაზრდილა, რაც საკარანტინე რეჟიმის დამსახურებაა.

„მარნეულში ახალი კერა იყო მარადისი, სადაც ოჯახიდან სამი დადასტურებული ფაქტი გვქონდა კორონავირუსის ინფექციის და გუშინწინ დაახლოებით 38 საკვლევი მასალა იქნა აღებული იმ მჭიდრო კავშირებიდან, რომელიც იყვნენ კონტაქტში ამ ოჯახთან. პასუხი ყველასთან უარყოფითია, სამი მიემატა ისევ ამ ოჯახიდან - ბებია, შვილი და სიძე.

სულ - მარნეულში 14 დადასტურებული ფაქტია, ბოლნისში 10 და რუსთავში რჩება 8, ჯამში არის 32 შემთხვევა. მკვეთრი ნახტომისებური მატება არ გვაქვს, რაც კარგია და ეს არის ზუსტად იმ საკარანტინო რეჟიმის დამსახურება. ქვემო ბოლნისში სოფლის კარანტინმა რეალურად ის შედეგი გამოიღო, რომ ოჯახურ კლასტერს არ გაცდენილა ინფექციის გავრცელება და ეს ზუსტად იმ შეზღუდვებიდან გამომდინარეა. ამიტომ, ჯერ რეჟიმის შერბილებაზე საუბარი ალბათ, ნაადრევია იმიტომ, რომ საჭიროა იზოლაცია კიდევ გაგრძელდეს და ბოლოს და ბოლოს გავრცელება დავიდეს ნულამდე. რაც შეეხება რუსთავს, მოგეხსენებათ ეროვნული ბანკის კლასტერი იყო და სულ დადასტურებული ფაქტი იყო 8 და ამ დღეების მანძილზე მატება არ გვაქვს საბედნიეროდ“, - განაცხადა რეხვიაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, დაწყებულია თერმოსკრინინგის მეორე ეტაპი, ასევე სურსათის დარიგება მიმდინარეობს.

„მნიშვნელოვანი თემა იყო ე.წ. ჩარჩენილები, ანუ კარანტინის შემოღების პერიოდიდან, არამარნეულელები და ბოლნისელები, რომლებმაც ვერ მოახერხეს გამოსვლა კარანტინის და შეზღუდვების გამო და აქაც ორგანიზებულად, ორივე მუნიციპალიტეტიდან, შემდგომში საკარანტინო სივრცეებში გადამისამართებით 244 ადამიანია გაყვანილი“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: კარანტინის რეჟიმის შერბილებაზე საუბარი ნაადრევია - ქვემო ქართლის გუბერნატორი

გია ხუხაშვილი - სააკაშვილისა და ივანიშვილის დროს სამართალდამცავი სისტემა ერთი ალგორითმით მუშაობს, ამ მხრივ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ხელისუფლება ვერც იმას ხვდება, რა მარაზმშია
ვაჟა ბერიძე - როცა ძალა გახდა მთავარი ფაქტორი საერთაშორისო ურთიერთობებში, როცა საერთაშორისო სამართალი, ფაქტობრივად, აღარ მოქმედებს, ყველაფერია შესაძლებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 28.05.2026
საოფისე უძრავი ქონების ბაზარი სტაბილურ ზრდას განაგრძობს - კოლიერსის 2025 წლის მიმოხილვა
„ლისი დეველოპმენტის“ ახალი სასტუმრო - „ბუკნარი ჰოტელი“ ივნისის თვეში პირველ სტუმრებს უმასპინძლებს
სილქნეტის 26 მაისის შეთავაზება - შექმენი შენი მეტი!
თავისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს