წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსული ეკლესია, რომლის მოძღვარსაც კორონავირუსი დაუდგინდა, 20 დღით დაიკეტა

წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსული ეკლესია, რომლის მოძღვარსაც კორონავირუსი დაუდგინდა, 20 დღით დაიკეტა. ტაძარს და ტაძრის ეზოს ასევე ჩაუტარდა სადენზიფექციო სამუშაოები, ეკლესიის მსახური სასულიერო პირები კი კარანტინში გადავიდნენ. ამასთან, კორონავირუსით დაინფიცირებული მღვდლის შესახებ გარკვეულ დეტალებს ყვებიან სხვა ტაძრებში მოღვაწე სასულიერო პირები.

კერძოდ, მათი ინფორმაციით, მამა გიორგი პაპავას საკუთარ დასა და დისშვილთან, რომლებსაც კორონავირუსი ასევე დაუდგინდათ, კონტაქტი ერთი თვეა არ ჰქონია, შესაბამისად, სასულიერო პირი ეჭვობს, რომ მოძღვრის დაინფიცირების მიზეზი ნათესავებთან კომუნიკაცია ვერ გახდებოდა. შეგახსენებთ, რომ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსული ეკლესიის მოძღვარი, გიორგი პაპავა, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა, ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. მასთან ერთად ვირუსი დაუდგინდა მის დასა და დისშვილსაც.

იხილეთ ვიდეო: ეკლესია, რომლის მოძღვარსაც კორონავირუსი დაუდგინდა, 20 დღით დაიკეტა

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში