სახელმწიფო რწმუნებული - ლენტეხი პროდუქტით, მედიკამენტებით და საწვავით დროულად მარაგდება, საგაზაფხულო სამუშაოებიც მიმდინარეობს - კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაგვმატებია

ლენტეხის მუნიციპალიტეტში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ განუცხადა.

როგორც ჯაფარიძე განმარტავს, საგანგებო რეჟიმი მათ მხარეში დარღვევების გარეშე მიმდინარეობს.

„მშვიდი ვითარებაა, თერმოსკრინინგი დასრულდა, საბედნიეროდ, მნიშვნელოვანი, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ გამოვლენილა, რამდენიმე პირს ტემპერატურა ჰქონდა, თუმცა, ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ ამ ყველაფერს ვირუსთან კავშირი არ აქვს. მუნიციპალიტეტი პროდუქტით, მედიკამენტებით, საწვავით დროულად მარაგდება, საგაზაფხულო სამუშაოებიც მიმდინარეობს, ასე რომ სტაბილური მდგომარეობაა. ახალი შემთხვევა არ დაგვმატებია, მოსახლეობა თვითიზოოლაციის წესებს იცავს, მათზე მუდმივი დაკვირვება ხდება, სერიოზულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

მოგეხსენებათ, სულ 5 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს და მათი კონტაქტები მოძიებულია“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

იხილეთ ვიდეო: ლენტეხი პროდუქტითა და მედიკამენტებით დროულად მარაგდება, საგაზაფხულო სამუშაოებიც მიმდინარეობს - გუბერნატორი

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ