ანალიზისა და სტრატეგიული კონსულტაციის კომპანიამ „ეისითი“, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, ახალი სტრატეგიული საკონსულტაციო პლატფორმა ACT-STRATEGIST.GE შექმნა, რომელიც დაინტერესებულ მხარეებს სხვადასხვა მიმართულებით ონლაინ კონსულტირების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
COVID-19-ის პანდემიის გამო მსოფლიოსა და საქართველოში შექმნილი რეალობა მცირე და საშუალო ბიზნესს ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლადს ხდის. არსებულ კრიზისში, სწორედ ახალ გამოწვევებთან გამკლავებაში მათ მხარდაჭერას და გაძლიერებას ისახავს მიზნად ახალი პლატფორმა, სადაც „ეისითი“-ს, მისი შვილობილი და პარტნიორი კომპანიების გამოცდილი კონსულტანტები კომპანიებს უფასო კონსულტაციას გაუწევენ საკუთარი პროფილის შესაბამისად. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ ისარგებლონ 2 უფასო საკონსულტაციო საათით ნებისმიერი მიმართულებით. თუმცა, პლატფორმა საშუალებას იძლევა კომპანიებმა, საჭიროების შემთხვევაში, განაგრძონ კონულტაციების მიღება შექმნილი ვითარების გათვალისწინებით დადგენილი უპრეცედენტოდ შეღავათიანი ტარიფით.
ახალ პლატფორმაზე ონლაინ კონსულტაციების მიღება შეიძლება შემდეგი მიმართულებებით:
ბიზნესის განვითარების სტრატეგია;
ზოგადი მენეჯმენტი;
ლიდერობა და ორგანიზაციული განვითარება;
კრიზისის მენეჯმენტი;
იურიდიული კონსულტაცია;
ბიზნეს- ქოუჩინგი (ინდივიდუალური & გუნდური);
კრიზისული კომუნიკაცია;
სტრატეგიული HR-ი და თანამშრომელთა მოტივაცია;
სტრატეგიული მარკეტინგი და კომუნიკაციები;
IT ინფრასტრუქტურის გამართვა;
ოფისებისა და ქოლ-ცენტრების დისტანციური მართვა;
კიბერუსაფრთხოება;
სხვა ბიზნეს მიმართულებები.
ვებ-პლატფორმით კონსულტაციების მიღება მარტივადაა შესაძლებელი act-strategist.ge-ზე კონსულტანტის, საკონსულტაციო მიმართულების არჩევისა და შესაბამისი სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ. პლატფორმა 2020 წლის 6 აპრილიდან ფუნქციონირებს და მისი საშუალებით კონსულტაცია სხვადასხვა მიმართულებით უკვე 10-მდე კომპანიის წარმომადგენლებმა მიიღეს.
(R)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"