სუს-ი - ოკუპირებული ცხინვალი და აფხაზეთი ტერორისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ტერორისტული საფრთხის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშშია ნათქვამი.
გარდა ამისა, როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, საქართველოსთვის კვლავ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები.
„უსაფრთხოების კუთხით მრავალი რისკებისა და საფრთხეების პარალელურად, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი ტერორისტული საფრთხის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს," - ნათქვამია ანგარიშში.

























