მეუფე დანიელი - ეს დღესასწაულები ჩატარდება წესების დაცვით და მადლი, რომელიც მოენიჭება ჩვენს ერს, ამ ეპიდემიის აღმოფხვრას დიდად შეუწყობს ხელს

ეს დღესასწაულები ჩატარდება წესების დაცვით და მადლი, რომელიც მოენიჭება ჩვენს ერს ამ დღესასწაულების ჩატარებით, ამ ეპიდემიის აღმოფხვრას დიდად შეუწყობს ხელს, - ამის შესახებ საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა განაცხადა.

მისი თქმით, ეკლესიის ფუნქიონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა სიფრთხილე საჭიროა.

„ვფიქრობ, რომ როდესაც ვიმყოფებით ასეთ განსაკუთრებულ პერიოდში და ჩვენი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა არის მართლმადიდებელი, ამ დღეებს მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

ეს არ არის მხოლოდ მართლმადიდებებისთვის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ქრისტიანობის ისტორიას თუ გადავხედავთ, საუკუნეების მანძილზე იყო არაერთი ეპიდემია, მაშინ არ იყო ასეთი სამედიცინო საშუალებები, მოგეხსენებათ და ერთადერთი საშუალება, რომელსაც მიმართავდა მაშინ ქრისტიანული ქვეყნები, ეს იყო ლოცვა, ჯვრებითა და ხატებით მსვლელობა. ისტორიულად დადასტურებული ფაქტებია, რომ ეპიდემიები უკან იხევდნენ. ამიტომ, ეს უბრალოდ სულიერი მოთხოვნლებების დაკმაყოფილების საკითხი არაა. ეს არის იმისთვის, რომ ეპიდემიამ უკან დაიხიოს“,- განაცხადა მეუფე დანიელმა.

რაც შეეხება სასულიერო პირებისთვის ავტომობილებით გადაადგილების თაობაზე გამონაკლისს, მეუფე დანილის განცხადებით, „სახელმწიფო ითვალისწინებს, რომ სასულიერო პირების მსახურება არ უნდა იყოს შეზღუდული“.

მისი შეფასებით, სახელმწიფოს მითითების გამკაცრება, ნორმალური და სასარგებლოა.

„მინდა, დავარწმუნო ჩვენი მოსახლეობა, რომ რისკის ფაქტორი არსებობს ყველა იმ აუცილებელ ობიექტებში, რომელიც მუშაობს - საავადმყოფოები, სურსათის მიწოდების ობიექტები. როგორც ესაა სასიცოცხლო, ასევე სასიცოცხლოა და უფრო მეტადაც, ეკლესია. სწორედ ღვთის ძალით შეიძლება გააჩერო ის, რაც უხილავია. ამ უხილავ ძალას, ასევე უხილავი ძალა უნდა დაუპირისპირო და ეს არის ღვთის ძალა. ეკლესიის ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა სიფრთხილე საჭიროა და ეკლესია თანახმა იყო და თანახმა არის, რომ რეგულაციები გატარდეს. ეს დღესასწაულები ჩატარდება წესების დაცვით და მადლი, რომელიც მოენიჭება ჩვენს ერს ამ დღესასწაულების ჩატარებით, ამ ეპიდემიის აღმოფხვრას დიდად შეუწყობს ხელს“,- განაცხადა მეუფე დანიელმა.

იხილეთ ვიდეო: სასულიერო პირების მიერ პირბადის გაკეთება არ არის გათვალისწინებული - ჩვენ გვაქვს უშუალო კავშირი უფალთან - მეუფე დანიელი

ნიკოლოზ  ვაშაკიძე - მთელი ინტრიგა იმის გარშემო ტრიალებს, რას გადაწყვეტს აშშ - შეეცდება, დაალაგოს თანამშრომლობა „ოცნებასთან“, როგორც უალტერნატივო პოლიტიკურ ძალასთან, თუ ხელი შეუწყოს ხელისუფლების ცვლილებას
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო
2 წელი რობოტული ქირურგიის დანერგვიდან ქარაზანაშვილის რობოტულ ცენტრში - ინოვაცია, რომელმაც რეგიონის სამედიცინო რეალობა შეცვალა
CashBack-ის და Mastercard-ის საგაზაფხულო შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებს
„ვისოლმა“ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებისთვის სპეციალური ფასდაკლება შექმნა
თბილისის ბრიტანული საერთაშორისო სკოლა მოსწავლეების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსს აცხადებს
28 თებერვალი - განსაკუთრებული შეთავაზებები extra.ge-ზე