"ინტერპრესნიუსის" ფოტორეპორტაჟი - თბილისი საავტომობილო მოძრაობის გარეშე

საქართველოში 21 აპრილამდე მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა. აკრძალვა 12:00 საათზე შევიდა ძალაში და ის მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება. გამკაცრებული ზომების შესაბამისად, საქართველოს ქალაქების, მათ შორის თბილისის ქუჩები ავტომობილებისგან თითქმის ცარიელია, თუმცა ნებადართულია ფეხით მოსიარულეთა გადაადგილება.

საავტომობილო მოძრაობის აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმის ძალაში შესვლამდე, დილიდან სასურსათო მაღაზიებთან ხალხმრავლობა იყო. მოქალაქეებს პროდუქტების შესაძენად საკმაოდ გრძელ რიგებში მოუწიათ დგომა.

გთავაზობთ „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტების, გიორგი ჟამერაშვილის და გიორგი ნიკოლიშვილის რეპორტაჟს, რომელიც დედაქალაქსა და მის შემოგარენში შექმნილ ვითარებას ასახავს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს