უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური - დარჩით სახლში აღდგომას, ერთად ვიხაროთ დღესასწაულით ისე, რომ თქვენს სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანი მრევლს სთხოვს, აღდგომას სახლში დარჩეს და სახლიდან ილოცოს.

„ჩვენ ვთხოვეთ ჩვენს მორწმუნეებს აღდგომა სახლში აღნიშნონ და ჩვენ შევძლებთ ვიხაროთ დღესასწაულით ისე, რომ თქვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. ჩვენ ერთად ვილოცებთ, ვილოცებთ ონლაინ“,-განაცხადა მიტროპოლიტმა.

ცნობისთვის, უკრაინაში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საგანგებო ზომებს იღებენ. მთავრობის გადაწყვეტილებით, ტაძრებში ყოფნის უფლება არ ექნება 10-ზე მეტ პირს. დაიშვებიან მხოლოდ სამღვდელოების წარმომადგენლები და ისინი, ვინც პირდაპირ ტრანსლაციას უზრუნველყოფენ.

რაც შეეხება მომლოცველებს, ისინი ეკლესიებში შესვლას მხოლოდ სათითაოდ ან დიდ ტაძრებში ორ-ორად შეძლებენ, ისიც მსახურების დასრულების შემდეგ.

ყველა მათგანს დამცავი ნიღბები უნდა ეკეთოს. მასობრივი შეკრება აკრძალულია ეკლესიის ეზოებშიც.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს