სოზარ სუბარი - ბოლნისი ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული მუნიციპალიტეტია, რადგან  დაინფიცირებულთა რიცხვმა 47-ს მიაღწია - ვიწყებთ ძალიან ფართო ტესტირებას

პრემიერ-მინისტრის მრჩეველის სოზარ სუბარის განცხადებთ, ქალაქ ბოლნისისა და სოფელ რაჭისუბანის დანარჩენი მუნიციპალიტეტისგან გამოყოფის გადაწყვეტილება დაინფიცირებულთა რაოდენობის ზრდამ განაპირობა.

მისივე თქმით, იწყება ფართომასშტაბიანი ტესტირება.

„აქ დაინფიცირებულია არაერთი სამედიცინო პერსონალი და რადგან სამედიცინო პერსონალს უხდება ბევრ ადამიანთან ურთიერთობა, ბუნებრივია, გაჩნდა საფრთხე, ხომ არ არის ვირუსი მოსახლეობის ფართო ფენაზე გასული. ამიტომ ვიწყებთ ძალიან ფართო სკრინინგს, ტესტირებას, რომ ბოლომდე აღმოვფხვრათ ყველა საეჭვო კერა და ყველა დაინფიცირებული გადავიყვანოთ შესაბამის კლინიკებში. რაჭისუბანსა და ქალაქ ბოლნისს შორისაც არის გაკეთებული საზღვარი, შლაგბაუმი და 5 საკონტროლო პუნქტია, მიმოსვლა მაქსიმალურადაა შემცირებული" , - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამასთანავე, მისივე ინფორმაციით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა ზედმიწევნით იცავს საკარანტინო რეჟიმის პირობებს. სუბარის განმარტებით, ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული მუნიციპალიტეტი სწორედ ბოლნისია, სადაც დაინფიცირებულთა რაოდენობამ 47-ს მიაღწია.

„მთლიანობაში მოსახლეობაც ძალიან ზუსტად იცავს კარანტინის პირობებს. პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ ამ წუთებში ბოლნისში და რაჭისუბანში მოსახლეობა გარეთ არ დადის და ძალიან მალე ჩვენ გვეცოდინება ზუსტი სურათი. ბოლნისი არის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე დაზიანებული მუნიციპალიტეტი იმიტომ, რომ 47 ადამიანს მიაღწია ბოლნისის მუნიციპალიტეტში დაინფიცირებული ადამიანების რიცხვმა,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა