მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილამდე გაგრძელდა

ქვეყნის მასშტაბით მსუბუქი ავტომანქანებით გადაადგილების აკრძალვა 27 აპრილამდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერის მრჩეველმა და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

„ავტომობილების გადაადგილების აკრძალვა გაგრძელდა მიმდინარე კვირის ჩათვლით, ანუ ორშაბათამდე, 27 აპრილამდე. ჩვენ გვესმის ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც შეზღუდვების პირობებში ხედავენ ავტომობილების გადაადგილებას ქუჩაში და გამოახატავენ გარკვეულ უკმაყოფილებას“,- განაცხადა ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ ვის არ ეხება ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა.

„აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს, არ ეხება სასურსათო ობიექტებში მომუშავე პირებს, ასევე, ადგილზე მიტანის სერვისის თანამშრომლებს და ინფრასტრუქტურული სამუშაოს განმახორციელებელ თანამშრომლებს და სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობაც დაშვებულია საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში. ისინი გადაადგილდებიან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით და მათი ყოველდღიური აქტიურობა და მათი გადაადგილება აუცილებელია, რათა მთავარი ფუნქციები ქვეყანაში იყოს შესრულებული“,- განაცხადა ჩიქოვანმა.

მან მოსახლეობას დაწესებული შეზღუდვების დაცვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამ საკითხს ყველა მოქალაქე პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს.

„რაც უფრო ზუსტად და ზედმიწევით აღსრულდება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც დაწესებულია, მით უფრო სწრაფად გახდება შესაძლებელი შემსუბუქების გეგმის განხორციელება, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა“,- განაცხადა ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, მანამდე ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება 17 აპრილის დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით იყო აკრძალული.

იხილეთ ვიდეო

ვახუშტი მენაბდე - ამ ეტაპზე „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არა პრეზიდენტის დაზიანება და მისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება, არამედ 26 ოქტომბრისთვის ამომრჩევლის მაქსიმალურად მობილიზებაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ