პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების ბრძანება გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ბრძანებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომლის მოქმედების ვადაც 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

პრეზიდენტის განმარტებით, ამავე ვადით გაგრძელდება არსებული დეკრეტის მოქმედებაც.

„ერთი თვის წინ, გაცნობეთ საგანგებო მდგომარეობის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადების შესახებ. ასევე, წარმოგიდგინეთ დეკრეტი, რომლითაც დაწესდა კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებების გარკვეული შეზღუდვები. მიღებულმა ზომებმა განაპირობა ის, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში შევძელით და კონტროლის ქვეშ მოვაქციეთ დაავადების გავრცელების ტემპი და მასშტაბი, თუმცა, ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევა არ გვაძლევს უფლებას, მოვადუნოთ ყურადღება და შეზღუდვები ნაადრევად მოვხსნათ. ყველა არსებული გათვლა და პროგნოზი მიუთითებს მომავალ 2-3 კვირაში ეპიდემიის შიდა გავრცელების ზრდის დიდ საფრთხეზე. იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ პირველ ეტაპზე მიღწეული სამაგალითო შედეგები არსებული რეჟიმი გარკვეული ხნით კიდევ უნდა დავიცვათ. ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, გამოვცემ ბრძანებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.

ბრძანების თანახმად, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა გაგრძელდება 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით. ამავე ვადით გაგრძელდება არსებული დეკრეტის მოქმედება, რომელიც არ ითვალისწინებს დამატებით შეზღუდვებს. ამ გადაწყვეტილებით საშუალება გვეძლევა მოვემზადოთ შეზღუდვების მოხსნისთვის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა .

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს